საუბარია მშრალ მიხაკზე, სანელებელზე, რომელიც ყველა სამზარეულოში მოიძებნება. იცით, რომ არომატის გარდა, მას სამკურნალო თვისებებიც აქვს?
მხოლოდ 1 ცალი მიხაკიც კი საკმარისია, რომ მიიღოთ მინერალებისა და ვიტამინების დოზა და ეთერზეთი. ის მდიდარია "ა", "ცე", "ე" და "ბე" ჯგუფის ვიტამინებით. აგრეთვე, კალიუმით, კალციუმით, ნატრიუმით, მაგნიუმით, ფოსფორით, რკინით, მარგანიუმით, სელენით, სპილენძითა და თუთიით. მიხაკი აგრეთვე შეიცავს ომეგა-3-ის და ომეგა-6-ის ცხიმებს.
მიხაკის 8 სასარგებლო თვისება

1. ჭიების საწინააღმდეგო;
2. ბაქტერიების საწინააღმდეგო;
3. სოკოს საწინააღმდეგო;
4. ტკივილგამაყუჩებელი;
5. სპაზმის მომხსნელი;
6. იარების შემახორცებელი;
7. მეტეორიზმის საწინააღმდეგო;
8. ანტიკანცეროგენული.

მიხაკის გამოყენებისას კუჭის წვენის დარეგულირება ხდება და იკლებს მჟავიანობა. სასარგებლოა გასტრიტის დროს.
მისი დაღეჭვა შეიძლება კოლიტისა და მეტეორიზმის, აგრეთვე, ღვიძლისა და მსხვილი ნაწლავის დაავადების დროს.
იგი დაგიამებთ კბილის ტკივილს და სასარგებლოდ მოქმედებს ღრძილებზე, ისეთი დაავადებების დროსაც კი, როგორებიცაა: გინგივიტი და პაროდონტიტი.
რეცეპტი:
კბილის ტკივილის, ღრძილების ანთების, სტომატიტისა და პირში უსიამოვნო სუნის დროს დღეში 1 ცალი მიხაკი დაღეჭეთ.
ჩირქიანი და ანთებითი იარების სამკურნალოდ, მიიღეთ აბაზანა მიხაკის ეთერზეთით და შეიზილეთ იგი მტკივან ადგილზე.
ჰიპოტონიის დროს დაღეჭეთ რამდენიმე მიხაკი. მას კოფეინზე უკეთესი შედეგი აქვს.
რუსუდან გელაშვილი