ჩვენ უკვე მზად ვართ თბილი და მზიანი ამინდებისთვის.
გაზაფხული ერთგვარი მოტივაციაა, რომ გარეთ სიარულმა სიხარული მოგვანიჭოს და მეტად გავაქტიურდეთ.
მიუხედავად ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზამთარი გავიარეთ.
ზამთრის სიცივეს და ნაკლებ მოძრაობას სხეული შესაძლოა, „სტრესში“ ჩაეგდო.
დროა, ჩვენმა ორგანიზმმა ძალები მოიკრიბოს და აღდგენითი ფუნქცია გამოაღვიძოს.
ამაში საკუთარ თავს თავად უნდა დავეხმაროთ და ეს ყველაფერი სწორი კვებითაა შესაძლებელი.
იმისათვის, რომ გაზაფხულს დასუსტებულები არ შევხვდეთ, ორგანიზმისთვის სასარგებლო პროდუქტების მიწოდებაა საჭირო.
დეტოქსიკაციისთვის სწორედ ის პროდუქტებია აუცილებელი, რომლებზეც ახლა ვისაუბრებთ.
ჭარხალი - საუკეთესოა ღვიძლის დეტოქსიკაციისთვის.

თუ მისი ცალკე მიღება არ გსურთ, სალათებში დაამატეთ და ისე მიირთვით.
უამრავ დადებით მაჩვენებელთან ერთად, ჭარხალს ის პლუსიც აქვს, რომ მაცივარში კარგად ინახება.
სოკო

მიუხედავად იმისა, რომ სოკოს, როგორც სასარგებლო პროდუქტს, დიდად არ ექცევა ყურადღება, ჩვენი ორგანიზმისთვის მომგებიანი შეიძლება აღმოჩნდეს.
რა თქმა უნდა, გააჩნია სოკოს სახეობასაც. სოკო კარგია მეტაბოლიზმის დროს.
თუ სოკოს მოხარშავთ და ისე მიიღებთ, საჭმლის მომნელებელ სისტემაზე დადებითად აისახება.
არსებობს სხვადასხვა სახეობის სოკო და თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენი გემოვნების ან საჭიროების მიხედვით.

მარილი - ალბათ, გიკვირთ, რადგან მარილს ხშირად „საწამლავსაც“ კი ეძახიან. თუმცა, თუ თქვენი სხეული დასუსტებულია, მინერალებს სწორედ მარილი მიაწვდის.
რა თქმა უნდა, ის მცირე რაოდენობით უნდა მივიღოთ და ბალანსი დავიცვათ.
აუცილებელია, რომ ორგანიზმს კოლაგენიც მივაწოდოთ, რაც ხორცის ბულიონის მიღებით შეგვეძლება, რომელშიც ძვლებიცაა ჩაყრილი. ეს აუცილებელი ნიუანსია.

დაბოლოს - ნატურალური ყველი (უპირატესობა ენიჭება გუდის ყველს) -
შემცველობა - K2 ვიტამინი - ის აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის. ზრუნავს ჩვენი კბილებისა და ძვლების სიჯანსაღეზე. ასევე, ამცირებს ათეროსკლეროზის რისკის დონეს. K2 ვიტამინის დეფიციტი ძალიან ბევრ ადამიანს აქვს.
თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველი დიდი რაოდენობით მიიღოთ. უნდა მივირთვათ მოზომილად და კარგი იქნება, თუ ყველთან ერთად რაციონში ხილსაც შევიტანთ.
ნათია ხუნაშვილი