ბოლო დროს სხვადასხვა ქვეყნის კვების რაციონში სულ უფრო ხშირად ჩნდება სტაფილოს წვნიანის რეცეპტები. ის ძალიან არომატული და სასარგებლოა.
ინგრედიენტები:
სტაფილო 400 გ
ხახვი 2 ც
ზეითუნის ზეთი 2 ს/კ
რძე 400 მლ
ინდური სანელებელი "გარამ მასალა" 3 ჩ/კ
შავი პილპილი ½ ჩ/კ
ლაიმი ½ ც
მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
გარეცხეთ სტაფილო, დაჭერით 0,5-1 სმ ზომის კუბებად. დაჭერით ხახვიც.
გაახურეთ ღუმელი 220°С-ზე. საცხობ ლანგარზე დააფინეთ ალუმინის ფურცელი "ფოლგა".
დააწყვეთ ხახვი და სტაფილო. მოასხით ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ ინდური სანელებელი, მარილი, პილპილი.
აცხვეთ 25-30 წთ. გამოიღეთ და გადაიტანეთ ბლენდერში. დაუმატეთ რძე, ლაიმის წვენი და ცოტა მარილი. დააბლენდერეთ.
თუ ძალიან სქელი გამოვა, გააზავეთ გადადუღებული თბილი წყლით.