წარმოგიდგენთ საუკეთესო კომედიური ჟანრის ფილმების ათეულს.
1. Spy / აგენტი
![](/media/images/stories/noemberi2017/selebrity/spy.jpg)
ფილმის მთავრი გმირი ქალბატონია, რომელიც მოულოდნელად აგენტის როლს ირგებს და თავს არაერთი მოულოდნელი რამ გადახდება.
2. My girlfriend’s Boyfriend / ჩემი შეყვარებულის შეყვარებული
![](/media/images/stories/noemberi2017/selebrity/ami.png)
ჯესი - თამამი და ჭკვიანი ქალია, რომელიც დღემდე ვერ პოულობს თავის იდეალს. ერთხელაც ის ითანს ხვდება, სასოწარკვეთილ მწერალს, რომლის უკანასკნელი რომანიც ღალატით დასრულდა.
ბილეთები შეიძინეთ აქ
3- Why him? / რატომ ის?
![](/media/images/stories/noemberi2017/selebrity/whyhim.jpg)
მთავარ როლებში ჯეიმს ფრანკოსა და ბრაიან კრენსტონს იხილავთ. სრულიად მოულოდნელად გოგონას მამა იგებს, რომ მის შვილს შეყვარებული ჰყავს და მასთან ერთად ცხოვრობს კიდეც. ცოლთან ერთად მომავალი სიძის გასაცნობად მიდის, რომელიც უზომოდ მდიდარი აღმოჩნდება და სწორედ იქ იწყება თავგადასავალი.
4- GRINGO / გასეირნება მექსიკაში
![](/media/images/stories/noemberi2017/selebrity/mex2.png)
მამაცი, გრძელფეხებიანი ქერა - ის იდეალურია სახიფათო ბიზნესვუმენობისთვის. ერთხელაც მის თანამშრომელს ხელთ ჩაუვარდება უნიკალური ფორმულა, რისთვისაც მთელი მსოფლიო იბრძვის. თუმცა ის გადაწყვეტს, გაითამაშოს თავისი გატაცება და საკუთარ კომპანიას გამოსასყიდი მოსთხოვოს. აჯობებდა, ამ ჭკვიანს თავისი უფროსის იმედი არ ჰქონოდა...
ბილეთები შეიძინეთ აქ
5- Jump street - ოფიცრები, შმიდტი და ჯენკო სპეციალურ დავალებას იღებენ, რის შემდეგაც ისინი სკოლაში მიდიან და თავს მოსწავლეებად ასაღებენ. დროთა განმავლობაში კი აღმოაჩენენ, რომ სკოლაში უცნაური რაღაცები ხდება. შეგიძლიათ ფილმის პირველი და მეორე ნაწილი იხილოთ, მესამე ნაწილის გამოსვლას კი ახლო მომავალში ელიან.
![](/media/images/stories/noemberi2017/selebrity/21-jump-street-6.jpg)
6- კურდღელი პიტერის თავგადასავალი
![](/media/images/stories/noemberi2017/selebrity/pet.png)
სათავგადასავლო კომედიური ანიმაცია, რომელიც ყველა ბავშვს მოეწონება.
ბილეთები შეიძინეთ აქ
7- Superbad / ძალიან ცუდი - ფილმის სიუჟეტი სამი ბიჭის გარშემო ვითარდება. ბიჭები ყალბ პირადობებს აკეთებენ, რომ სასმლის დალევის ნებართვა ჰქონდეთ. ისინი წვეულებაზე მიდიან, რომელიც უბიწოებასთან დამშვიდობების მიზნით ტარდება. ბოლოს კი ყველაფერი ქაოსს ემსგავსება.
![](/media/images/stories/noemberi2017/selebrity/superbad-1.jpg)
8- The dictator / დიქტატორი - გენერალ ალადინის მთავარი მიზანი ისაა, რომ დემოკრატია არ ჩამოყალიბდეს. ის ამერიკაში მიემგზავრება, რათა სიტყვით გამოვიდეს პუბლიკის წინაშე. თუმცა მას გაძარცვავენ და წვერს გაპარსავენ, რის შემდეგაც ვეღარავინ ცნობს. იგი ცდილობს, ახალ გარემოს მოერგოს, თუმცა ეს საკმაოდ სასაცილოდ გამოსდის და უხერხულ სიტუაციებში ვარდება.
![](/media/images/stories/noemberi2017/selebrity/thumb-1920-822527.jpg)
9- ჰომო მულტფილმუსი: ქვის ხანის თამაშები
![](/media/images/stories/noemberi2017/selebrity/qv2.png)
ანიმაციური ფილმი, რომელსაც უფროსებიც სიამოვნებით უყურებენ.
ბილეთები შეიძინეთ აქ
10. ჩვენ მილერები ვართ
![](/media/images/stories/noemberi2017/selebrity/we-re-the-millers-were-the-millers-35546784-1600-960.jpg)
დევიდ ბერკი - ნარკოტიკებით მოვაჭრეა. მის კლიენტების შორის არიან მხოლოდ მზარეულები და შეწუხებული დიასახლისები, ბავშვებზე ის ნარკოტიკებს კატეგორიულად არ ყიდის. ერთხელაც ბენს თავს დაესხმებიან მოზარდი ხულიგნები, სცემენ და წაართმევენ ფულს და ნარკოტიკებსაც. ახლა ბენს აღარ დარჩა არაფერი, ვალების გარდა. ის იძულებულია, უფრო სერიოზულ საქმეს მოჰკიდოს ხელი: გადაზიდოს ნარკოტიკების დიდი პარტია საზღვარზე.