25 წლის თაკო გამრეკელაშვილის სადისტურმა მკვლელობამ სრულიად საქართველო შეძრა.
გოგონას, მისი ოჯახის და სავარაუდო მკვლელის გარშემო უამრავი ინფორმაცია ვრცელდება. ბრალდებულს უკვე შეეფარდა პატიმრობა, გოგონას კი ახლობელ-მეგობრები იხსენებენ და ასევე საუბრობენ მის მეუღლეზე, ირაკლი აბულაძეზე, რომელიც ამჟამად უცხოეთშია.
თამუნა ირემაშვილი: "როგორი სევდიანი თვალები გაქ ყველა სურათში.. არცერთი გაღიმება... ყველაზე დიდი ტკივილი ხარ ჩემთვის, რაც კი ცხოვრებაში განმიცდია... მოუნელებელი ტკივილი იქნები ჩემთვის... როგორ უნდა დაგივიწყო, ეგ არასდროს მიფიქრია..."
ქეთი ჭალისური: "ვზივარ და ვკითხულობ.... რამდენი გეგმა და რამდენი იდეა გვქონდა... ჩემო კალმით ნახატო თამარა...
ყველაფერი თავდაყირა დადგა... ალბათ ერთი-ორი თვე კიდევ მეყოფა ამდენი წლის ნაგროვები მიმოწერის წაკითხვისთვის... მაგრამ რა ვქნა, უკვე ყოველი შენი სიტყვა ძვირფასია..."

ია გულიაშვილი: „25-ის ათვლა ვერ მოასწრო გოგომ, სექტემბერი უმისოდ მოვა. ვერც სიცოცხლე მოიბეზრა, მისი სიყვარული არ აცალეს. მალე მიწის გულში გადაინაცვლებს - განაჩენი ასეთი გამოუტანა არაკაცმა!
ულამაზესია. ბიჭი შეუყვარდა. მასაც, გაგიჟებით. ჯერ ერთი ვაჟი გაჩნდა, მერე - მეორე, სიყვარულის ნაყოფად. აღზრდის ტვირთი მარტოს დააწვა. ბიჭი საბერძნეთშია. ოჯახში ელიან, არ იციან, შეძლებს თუ არა ძვირფასს საბოლოოდ დაუკოცნოს გაყინული მკლავები. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები