შოკოლადის კექსი მარილიანი კარამელით - Marao

შოკოლადის კექსი მარილიანი კარამელით

2018-04-18 15:51:05+04:00

აუცილებლად სცადეთ ეს შესანიშნავი რეცეპტი.

ინგრედიენტები:

მწარე შოკოლადი 150 გ

ნაღების კარაქი 80 გ

კვერცხი 4 ც

შაქარი 80 გ

ფქვილი 40 გ

მარილიანი კარამელი 6 ჩ/კ.

მომზადება:

დაადნეთ შოკოლადი ნაღების კარაქთან ერთად.

ათქვიფეთ კვერცხები შაქართან ერთად. ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი, განაგრძეთ თქვეფა.

მიღებულ მასაში დაუმატეთ დამდნარი შოკოლადი და კარგად აურიეთ.

ცომი მოათავსეთ კექსის ფორმებში (ჩადეთ ნახევრამდე). დაუმატეთ 1 კოვზი კარამელი და ზემოდან ცოტა ცომი დაადეთ.

აცხვეთ 240С გრადუსზე ღუმელში - 8-10 წთ.

გემრიელად მიირთვით!