გაზაფხულზე ჩვეული კერძიც კი შეიძლება უჩვეულოდ - ლამაზად და გემრიელად - მომზადდეს. ბარდის წვნიანის განსხვავებულ რეცეპტს გთავაზობთ.
დაგჭირდებათ: 280 გრამი ახალი ბარდა (შეიძლება გაყინულიც);
450 გრამი ისპანახი;
10 გრამი პიტნა;
45 გრამი ქინძი;
1 ცალი ხახვი;
100 გრამი პომიდორი ჩერი;
1,5 სადილის კოვზი კარაქი;
650 მლ ბოსტნეულის ბულიონი;
1/2 ლიმონი;
მარილი და შავი პილპილი - გემოვნებით;
1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი;
60 მლ ნაღები.
მომზადება:

ჩერი პომიდორი შუაში გაჭერით და გაზქურაში 100 გრადუსზე 3 საათი გამოაცხვეთ. პომიდორი უნდა გამოშრეს. პერიოდულად გადააბრუნეთ.
კარაქი მოათავსეთ ქვაბში, დაუმატეთ კუბებად დაჭრილი კარტოფილი და ხახვი. 3 წუთის განმავლობაში მოხრაკეთ. ჩაასხით ბულიონი და 15 წუთის განმავლობაში მოთუშეთ. დაუმატეთ ბარდა, მოხარშეთ დარბილებამდე. ისპანახს რომ დაუმატებთ, ქვაბი გაზქურიდან გადმოდგით და მუდმივად ურიეთ, სანამ ქვაბის შიგთავსი ერთგვაროვან მასად არ იქცევა. შემდეგ დაამატეთ დაჭრილი ქინძი, პიტნა და დააბლენდერეთ. დაბლენდერებული წვნიანი ისევ გაზზე დადგით, აადუღეთ, დაუმატეთ ლიმონის წვენი და მარილი და შავი პილპილი - გემოვნებით.
თეფშზე გადმოღებულ წვნიანს მოასხით ზეითუნის ზეთი და მორთეთ ჩერის ჩირით.
წვნიანი ცხელიც შეგიძლიათ მიირთვათ და ცივიც.