ინდურ ფილმებში არა მარტო ცეკვავენ და მღერიან, არამედ... წარმოგიდგენთ 7 თამამ, ეროტიკულ ინდურ ფილმს, რომლებიც მხოლოდ უფროსებმა უნდა ნახონ.
1. ბაკალავრის ხელოვნება

ფილმი ახალგაზრდა ბიჭის, მუკეშის შესახებაა, რომელიც დელიში ცხოვრობს. მის სახლში ხშირად გროვდებიან ახალგაზრდები. ერთხელაც, მოულოდნელად, მის სახლში ულამაზესი და ძალიან სექსუალური გოგონა, სარიკა მოდის, რომელსაც მუკეში მაშინვე შენიშნავს. შარმიანი გოგონა ახალგაზრდა ბიჭს უმალ მოხიბლავს. ისინი თავიანთ ინსტინქტებს მიენდობიან და მალე მუკეში სარიკასთან ერთად საძინებელში აღმოჩნდება...
2. ფესტივალი

ბოლივუდის კლასიკური ეროტიკული ფილმი, რომელშიც მამაკაცის მთავარი როლი შეასრულა შაში კაპურმა, ხოლო ულამაზესი კურტიზანი ქალის როლს რეკჰა ასრულებს. ფილმში ძალიან ლამაზადაა გადმოცემული სიყვარულის ისტორია, რომელსაც თან ერთვის სიმღერები, ცეკვები და ეროტიკა.
3. კამასუტრა - სიყვარულის ისტორია

ფილმი მხოლოდ პირობითად შეიძლება მიეწეროს ბოლივუდს, რადგან მას გადაღებაში დაეხმარა დიდი ბრიტანეთი, აშშ, გერმანია, იაპონია.
სახელწოდებაც არ არის სანდო. მოქმედება ხდება მე-16 საუკუნის ინდოეთში და არავითარი კამასუტრა არ ჩანს კადრებში.
იყო და არა იყო რა, მაჰარაჯის სასახლეში ცხოვრობდა ერთი მოცეკვავე გოგონა, სახელად მაია, როგორც კონკია. ის პრინცესა ტარას დახეულ ტანსაცმელს ატარებდა და მასთან ერთად დადიოდა გაკვეთილებზე. როცა გოგონები გაიზრდებიან, მათთან მოვა პრინცი რაჯი, რომელსაც სექსი ექნება მაიასთან.
4. მეგობარი

მეგობრები ტანია და სანია დებივით არიან, ან იქნებ მეტიც? ისინი ყოველთვის განუყოფელები იყვნენ მანამ, სანამ სანიას არ შეუყვარდება რაჰულა. ტანია ეჭვიანია და მამაკაცს ადანაშაულებს, რომ წაართვა მეგობრის ყურადღება. სად არის ნამდვილი გრძნობა და სად არის სურვილი?
ინდოეთი ჯერ კიდევ ის ქვეყანაა, სადაც ერთსქესიანთა ქორწინებას კანონით კრძალავენ. ფილმის გამოსვლას ხალხის დიდი პროტესტი, გამოსვლები და ბანერების დახევა მოჰყვა.
5. სურვილის ბნელი მხარე

კაბირ ლალი არის ქარიზმატული ახალგაზრდა ადვოკატი, რომელიც ძალიან ბევრს სვამს, ამის ატანა უახლოეს მგობრებსაც კი არ შეუძლიათ. ერთ მშვენიერ დღეს ის ხვდება ულამაზეს სონია კჰანას და ეს შეხვედრა მის ცხოვრებას საბოლოოდ ცვლის. ის მზად არის ნებისმიერი ავანტიურისა და თავგადასავლისთვის - მკვლელობისთვისაც კი. სონია მას სთხოვს, რომ მოკლას მისი ქმარი, რომელიც ხელს უშლის სიყვარულში.
ფილმი ეფუძნება ორ ნაწარმოებს: "ორმაგი დაზღვევა" და "სხეულის სითბო".
6. სურვილის ბნელი მხარე 2

გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ ფილმის საერთო ბიუჯეტმა 1 დოლარი შეადგინა, როცა ფილმმა 5.2 მილიონი შეაგროვა კინოთეატრების სალაროებში. შესაბამისად, გადამღებმა ჯგუფმა დიდი მოგება ნახა.
ეს გასაკვირი არაა, რადგან მასში თამაშობს ბოლივუდის ყველაზე ცნობილი პორნოვარსკვლავი სანნი ლეონი, რომელსაც 50-ზე მეტ ფილმში უთამაშია.
7. გაზაფხულის ჭაობებში

მანსი და ამარი უკვე დიდი ხანია შეუღლებულები არიან. მათ ძალიან უყვართ ერთმანეთი, თუმცა, როგორც ჩანს, რაღაც აკლიათ - ვნება, ინტიმი. ერთხელაც მანსი მაღაზიაში შეხვდება ახალგაზრდა ლამაზ გოგონას. მანსს არ ექნება საკმარისი თანხა, რომ გადაიხადოს. ამიტომ გოგონა შესთავაზებს, რომ ის გადაიხდის...