გლუტეინის შემცველი პროდუქტები შეიძლება მავნებელი იყოს თქვენი ორგანიზმისთვის. ხორბლის ფქვილი მისი მთავარი წყაროა. ჩვენ შვიდ ალტერნატივას გთავაზობთ.
1. შვრიის ფქვილი

შვრიის ფანტელები შეგიძლიათ დააბლენდეროთ და ხორბლის ფქვილის ნაცვლად გამოიყენოთ. ეს ფქვილი მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით. გაგიძლიერებთ იმუნიტეტს, რეგულარული გამოყენება გაგიუმჯობესებთ საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას. შვრიის ფქვილი დაბალკალორიული და დიეტური პროდუქტია.
2. ბრინჯის ფქვილი

განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს იაპონიასა და ინდოეთში. ბრინჯის ფქვილი მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით. მისგან შეგიძლიათ მოამზადოთ პურიც და დესერტებიც.
3. ნუშის ფქვილი

თუ ზრუნავთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, აუცილებლად ჩააანაცვლეთ ხორბლის ფქვილი ნუშით. ის მდიდარია "ბ", "ე", "ა" ვიტამინებით, კალიუმით, ფოსფორით, ომეგას სასარგებლო ცხიმებით. ნუშის ფქვილით განსაკუთრებით გემრიელი გამოდის კექსები, ღვეზელები, ბრაუნი და ქაფქეიქები.
4. წიწიბურას ფქვილი

უჯრედისით, ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი ფქვილია. ამასთანავე, დაბალკალორიულია და სასარგებლოა მათთვის, ვინც გახდომას და წონის შენარჩუნებას ცდილობს. წიწიბურას ფქვილით მომზადებული კერძები ენერგიითა და მხნეობით აგავსებთ.
5. მუხუდოს ფქვილი

მდიდარია ვიტამინებით, ამინომჟავებითა და მინერალებით. აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, განწყობას. მუხუდოს ფქვილისგან შეგიძლიათ მოამზადით: პური, პიცა, ღვეზელი.
6. სიმინდის ფქვილი

არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში. აუმჯობესებს გულის მუშაობას, აახალგაზრდავებს ორგანიზმს. მისგან მზადდება მჭადი, პური, ფაფა. მექსიკელები სიმინდის ფქვილს განსაკუთრებით პატივს სცემენ. მას წვნიანებსა და სოუსებშიც უმატებენ.
7. ქოქოსის ფქვილი

სასიამოვნო არომატი და სასარგებლო ნივთიერებები აქვს. ქოქოსის ფქვილის რეგულარული მოხმარება გაგიუმჯობესებთ იმუნიტეტს; დაგირეგულირებთ ქოლესტერინს და გაგიუმჯობესებთ გულის მუშაობას. ქოქოსის ფქვილისგან მოამზადებთ ბლინებს, კექსებს, ღვეზელებს.