მართალია, მამაკაცების 99% თავს ქალის ფსიქოლოგიის მცოდნე უბადლო ექსპერტად მიიჩნევს, მაგრამ რეალურად რომ ვიმსჯელოთ, ქალის ჭეშმარიტი ბუნება ძლიერი სექსის წარმომადგენლებს შორის თითზე ჩამოსათვლელ ეგზემპლარებს თუ ესმით, ისიც სანახევროდ.
ასტროლოგების აზრით, ქალები, ისევე, როგორც მამაკაცები, თორმეტ ძირითად ფსიქოტიპად იყოფიან და იმის მიხედვით, თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაიბადა ქალი, შესაძლებელია მისი ხასიათის და სუსტი წერტილების ამოცნობა. შესაბამისად, მარტივდება მამაკაცისთვის დიპლომის დაცვა თემაზე "რა სურთ ქალებს"...
ასე რომ, ძვირფასო მამაკაცებო, მოდით, გავშალოთ კარტი და გავიგოთ, რა მეთოდებია საჭირო ქალის მოსახიბლად, თუკი ზუსტად ვიცით ამ უკანასკნელის ზოდიაქოს ნიშანი.
როგორ მოვხიბლოთ ქალი მორიელი
თუკი ბედმა წილად მორიელი ქალის სიყვარული გარგუნათ, სულაც არ არის გასაკვირი და თავად ეს ფაქტი იმას ნიშნავს, რომ გემოვნებიანი მამაკაცი ბრძანდებით. ქალი მორიელი არაჩვეულებრივად ვნებიანი, ჭკვიანი და მომხიბვლელი არსებაა. მორიელების უმრავლესობას უყვარს ემოციების მძაფრ ტალღებზე ”სერფინგი”. გარდა ამისა, ქალი მორიელი ფლობს უძლიერეს ინტუიციას და შესაბამისად, თუ მასთან თანასწორი თამაშით არ თამაშობს მამაკაცი, ამას ძალიან მარტივად და მალე ხვდება.
მისი დახასიათება ორი სიტყვით შეიძლება - ”მომხიბვლელი და საბედისწერო”. ქალი მორიელის გულის მოსაგებად, მარტივი მამაკაცური აფერები და საშუალოსტატისტიკური მამრის გამჭრიახობა საკმარისი არ არის. თქვენ მიმართ ინტერესი რომ გაუჩნდეს, პირველ რიგში, მასავით მამაცი, უშიშარი, წინდახედული და ძლიერი პიროვნება უნდა იყოთ. ნუ ეცდებით, ამ ქალს თავბრუ ლაპარაკით და საკუთარი ღირსებების აშკარა დემონსტრირებით დაახვიოთ. იგი ძალიან კარგად ხვდება თქვენი ნაუბარის ტყუილ-მართალს. აქედან გამომდინარე, მამაკაცის მხრიდან მორიელის მოსახიბლად გათამაშებული მსგავსი ტიპის სპექტაკლები ჩანასახშივე მარცხისთვისაა განკუთვნილი.
ქალი მორიელი მამაკაცით სერიოზულად რომ დაინტერესდეს, ამ უკანასკნელმა მასში მძაფრი ემოციები უნდა გამოიწვიოს. ზოგჯერ იგი თქვენში კონკურენტსა და მოწინააღმდეგესაც უნდა ხედავდეს, მაგრამ პერიოდულად აუცილებლად უნდა მისცეთ ფორა და შეგრძნება იმისა, რომ იგია სიტუაციის ბატონ-პატრონი, რომ ის მართავს თქვენი ურთიერთობის მთავარ პერიპეტიებს. თუმცა, ყველაფერი ეს ღირსეულად უნდა გააკეთოთ და ის უნდა გრძნობდეს, რომ მას ხასიათის სისუსტის გამო კი არა, სიყვარულის გამო უთმობენ. ამგვარ ჟესტს იგი ძალიან დააფასებს და დაიმახსოვრებს მამაკაცის მხრიდან.
განაგრძეთ კითხვა