დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი ახალშობილი პრინცის ფოტოებს ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ორი ფოტო, რომლებზეც პრინცი ლუისი დასთან, პრინცესა შარლოტასთან ერთად არის ასახული, კემბრიჯის ჰერცოგინია ქეითმა გადაუღო შვილებს. და-ძმის ფოტო 2 მაისს, შარლოტას დაბადების დღეზეა გადაღებული - პრინცესა ამ დღეს სამი წლის გახდა.
განცხადების ბოლოს აღნიშნულია, რომ მისი სამეფო უმაღლესობა მადლობას უხდის საზოგადოების წევრებს კეთილი სურვილებისთვის პრინც ლუისის დაბადებისა და პრინცესა შარლოტას დაბადების დღის აღსანიშნავად.
