ცის ფერი: 7 მოდური ცისფერი სამოსი ზაფხულისთვის - Marao

ცის ფერი: 7 მოდური ცისფერი სამოსი ზაფხულისთვის

2020-06-17 10:01:24+04:00

ცისფერი ასოცირდება ზაფხულთან, ზღვასთან ან დასვენებასთან. თუ შვებულებისთვის ემზადებით ან საზაფხულო განწყობა არ გყოფნით, სწორედ ის დროა, ამ ფერში გადაწყვეტილი სამოსი მოიმარაგოთ.


ყველაზე მოდური ცისფერი სამოსი ეძებეთ ჩვენს ახალ შემადგენლობაში:

შარვალი Mango

მოკლე, ჰაეროვანი შარვლები პიჟამის სტილში - იდეალური ინვესტიციაა მათთვის, ვინც უნივერსალურობას აფასებს. შეგიძლიათ ატაროთ როგორც დაბალქუსლიან ფეხსაცმელთან, ისე სპორტულ ფეხსაცმელთან.

კომბინეზონი P.A.R.O.S.H.

ეს კომბინეზონი იდეალურად ჩაანაცვლებს კოქტეილის კაბას.

ბოტასი Reebok Classics

Total look ცისფერ გამაში? რატომაც არა! ლუქის დასრულებაში პასტელის ცისფერში გადაწყვეტილი სპორტული ფეხსაცმელი დაგეხმარებათ.

კაბა Calista

ქალური და ელეგანტური - ცისფერი კაბა-პერანგი ნებისმიერ გარდერობს მოუხდება.

ჩანთა GERARD HENON

ღია ცისფერი ჩანთა გამოგადგებათ როგორც საქმიან შეხვედრაზე, ისე მოდურ წვეულებაზე.

მაისური Rag & Bone

ეს მაისური მარტივად იმეგობრებს როგორც დემოკრატიულ mom jeans-თან, ისე კაბა-კომბინაციასთან და შექმნის 90-იანი წლების აქტუალურ სტილს.

ქვედაბოლო T-Skirt

იდეალური არჩევანია ახალი მოდური კლასიკის მოყვარულთათვის - ქვედაბოლო ჭრილით. მოირგეთ ის ამავე ფერის მოკლე ტოპთან ან თეთრ მაისურთან ერთად.