როგორ ამინდს ველოდოთ დასვენების დღეებში - Marao

როგორ ამინდს ველოდოთ დასვენების დღეებში

2018-05-11 11:44:11+04:00

უახლოესი ორი დღის ამინდის პროგნოზი

10-12 მაისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს მონაცემებით, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +19, +24 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +22, +24 გრადუსის ფარგლებში იქნება.