"ქართველი ხარ, გოგო?" - ლანა დელ რეის მიერ გაზიარებულმა ვიდეომ მის "ინსტაგრამში" ქართველების გაოცება გამოიწვია - Marao

"ქართველი ხარ, გოგო?" - ლანა დელ რეის მიერ გაზიარებულმა ვიდეომ მის "ინსტაგრამში" ქართველების გაოცება გამოიწვია

2018-05-11 12:03:56+04:00

ცნობილმა ამერიკელმა პოპ-ვარსკვლავმა ლანა დელ რეიმ ქართველი ფანების გაოცება და სიხარული გამოიწვია "ინსტაგრამზე" დადებული ერთი პოსტით.
ვარსკვლავის "ინსტაგრამის" გვერდმა გააზიარა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" ვიდეო უცხოეთის ბლოკიდან, რომელზეც ჰავაიზე ვულკანის ამოფრქვევის კადრებია ასახული.

კადრები მართლაც შთამბეჭდავია, თუმცა მომღერლის ქართველი ფანების ინტერესი ქართულმა წარწერებმა გამოიწვია. ვიდეოს ასობით კომენტარი მოჰყვა, მათ შორის, ლანა დელ რეის ქართველი ფანებისგან.

"ქართულ წარწერას მე მიჩვენებს მარტო დასაწყისში თუ?..." - წერენ დაბნეული ინტერნეტმომხმარებლები.

სხვები კი ქართულწარწერებიანი ვიდეოს ნახვამ ხუმრობის განწყობაზე დააყენა: "ქართველი ხარ, გოგო?"; "მოვითხოვთ ლანას დედოფლად საქართველოში!"; "ლანა, ჰამოდი"; "თავში აგვივარდება ახლა"; "ჩამოდი საქართველოში, ეს ქართული არხია"; "პალიტრას ნიუსების ყურება უნდა დავიწყო" - წერენ ქართველი ინტერნეტმომხმარებლები "ინსტაგრამზე". წაიკითხეთ კომენტარები