ერთკვირიანი ცილოვანი დიეტა - დაიკელით წონაში სწრაფად, ორგანიზმისთვის ზიანის მიყენების გარეშე - Marao

ერთკვირიანი ცილოვანი დიეტა - დაიკელით წონაში სწრაფად, ორგანიზმისთვის ზიანის მიყენების გარეშე

2018-05-15 13:33:38+04:00

ზღვის სეზონი ახლოვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ დროა, ფორმაში ჩადგეთ და ზედმეტი კილოგრამები მოიშოროთ.
ცილოვანი დიეტის არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ ყოველდღიურად ცილოვანი საკვები უნდა მიიღოთ: თევზი, ქათმის ხორცი და უცხიმო პროდუქტი. ეს ყველაფერი ძალიან ნოყიერია და დიდი ხნით ტოვებს დანაყრების შეგრძნებას. ამიტომ შიმშილის გრძნობა მალე არ შეგაწუხებთ. ორგანიზმი მოკლებული ნახშირწყლების და ცხიმების „დახარჯვას“ საკუთარი „ცხიმის მარაგიდან“ დაიწყებს.

ამ დიეტის მთავარი პლუსი - სწრაფი გახდომაა. ცილოვანი საკვები ორგანიზმს საჭირო ენერგიით მთელი დღის მანძილზე მოამარაგებს. ცილოვანი დიეტა ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო დიეტად მიიჩნევა. მთავარია, დაიცვათ 3 ძირითადი წესი:

  • მიიღოთ საკმარისი რაოდენობით სითხე - მინიმუმ 2 ლიტრი.
  • შეაშველოთ ვიტამინების და მიკროელემენტების კომპლექსი.
  • მიღებული კალორიები 24 სთ-ში არ უნდა შეადგენდეს 1200-ზე ნაკლებს.

დაშვებული  პროდუქტები:

ქათმის ხორცი, უცხიმო თევზი, ხბოს ხორცი, ღვიძლი, უცხიმო რძის პროდუქტები, კვერცხი, ბურღულეული, ხილი, ბოსტნეული.

აკრძალული პროდუქტები:

ნებისმიერი კონსერვი, ნახევარფაბრიკატები, გამომცხვარი, შოკოლადი, ზეფირი, კანფეტი და სხვა ტკბილეული; ცხიმიანი რძის პროდუქტები; სახამებლის შემცველი ბოსტნეული (კარტოფილი, სიმინდი, ლობიო, ბარდა, სტაფილო, ჭარხალი); ტკბილი გაზიანი სასმელები; შაქარი.

მენიუ:

ორშაბათი

საუზმე: 150 გ უცხიმო ხაჭო, ჩაი ან ყავა (უშაქრო).

ხემსი: 1 ც. ვაშლი

სადილი: 150 გ მოხარშული ქათმის ფილე, 1 ნაჭერი დიეტური პური.

სამხარი: 100 გ იოგურტი.

ვახშამი: 200 გ თევზი, ბოსტნეულის სალათა.

სამშაბათი

საუზმე: 150 გ იოგურტი, ჩაი ან ყავა.

ხემსი: 1 ფორთოხალი.

სადილი: 150 გ ხბოს ხორცი (მოხარშული), მოთუშული ბოსტნეული.

სამხარი: 1 ჭ კეფირი.

ვახშამი: 200 გ თევზი, 200 გ ბოსტნეული.

ოთხშაბათი

საუზმე: 3 ც. მოხარშული კვერცხის ცილა, ყავა ან ჩაი.

ხემსი: 1 ც. ვაშლი ან ფორთოხალი.

სადილი: 4-6 ს/კ ყავისფერი ბრინჯი. იმისათვის, რომ ძალიან არ შეიზღუდოთ და მენიუ გადაახალისოთ, შეგიძლიათ მიირთვათ KFC-ის ქათმის ფრთები, სტრიფსი, ან ბარკალი, რომელიც საკმაოდ დაბალკალორიულია. ცილოვან დიეტაში  ქათმის ხორცი დაშვებულია.

ბარკალი 1 ცალი = 130 კლ

ფრთა 2 ცალი = 140 კლ

სტრიფსი 2 ცალი = 137 კლ

კალორიულობის განსაზღვრაში დაგეხმარებათ ეს  გამომთვლელი.

სამხარი: ხაჭოს“სიროკი“

ვახშამი: 150 გ საქონლის ბულიონი, 150 გ სალათა (კომბოსტოს).

ხუთშაბათი

საუზმე: 1 ჭ. უცხიმო კეფირი, 2 ცალი შვრიის ორცხობილა.

ხემსი: 1 ც. გრეიპფრუტი.

სადილი: 200 გ ქათმის ფილე, 200 გ სატაცური.

სამხარი: 1 ჭიქა აირანი

ვახშამი: 150 გ ბოსტნეული, 200 გ თევზი.

პარასკევი

საუზმე: 150 გ ხაჭო, ყავა ან ჩაი.

ხემსი: 1 ვაშლი.

სადილი: 200 გ მოხარშული თევზი ან KFC-ის ქათმის ფრთა, ბარკალი, 1 ნაჭერი დიეტური პური.

Image result for KFC gif

სამხარი: 100 გ უშაქრო იოგურტი.

ვახშამი: 200 გ მოხარშული ხბოს ხორცი, 150 გ სალათა.

შაბათი

საუზმე: 2 კვერცხის ცილის ომლეტი, ჩაი/ყავა.

ხემსი: ნებისმიერი ციტრუსი

სადილი: მწვანე ლობიო 200 გ, 150 გ ცოცხალი ბოსტნეული.

სამხარი: კეფირი 1 ჭ.

ვახშამი: 150 გ თევზი, 100 გ სალათა.

კვირა

საუზმე: 150 გ ხაჭო, ჩაი/ყავა.

ხემსი: 1 ვაშლი

სადილი: ბოსტნეულის სუპი 1 მათლაფა, 100 გ მოხარშული ხორცი, 1 ნაჭერი დიეტური პური.

სამხარი: 1 ც. ხაჭოს „სიროკი“.

ვახშამი: 100 გ სალათა, მოხარშული თევზი.

დიეტა გათვლილია ერთ კვირაზე, მაგრამ თუ ბევრი კილოგრამის დაკლება გსურთ, შეგიძლიათ 14 დღეც დაიცვათ. 2 კვირა ცილოვანი დიეტის მაქსიმუმია.