„ანგელოზური“ დიეტა: როგორ დაიკლოთ 8 კგ ორ კვირაში - Marao

„ანგელოზური“ დიეტა: როგორ დაიკლოთ 8 კგ ორ კვირაში

2018-08-08 11:09:29+04:00

თუ ზედმეტი კილოგრამების მოშორება ჯერ კიდევ ვერ მოასწარით, დიეტა, რომელსაც Victoria’s Secret -ის ანგელოზები ჩვენების წინ იცავენ, გახდომის პროცესს საგრძნობლად დააჩქარებს.

გულწრფელად რომ გითხრათ, მარტივი არ იქნება, მაგრამ გახდომა გარანტირებული გაქვთ - მუცელი გაქრება, დუნდულები კი აიწევა. ამასთან, შედეგის შენარჩუნებას დიდხანს შეძლებთ.

მაშ ასე, კვირის რაციონი:

დღე პირველი

საუზმე: ფინჯანი შავი ყავა ან მწვანე ჩაი.

ხემსი: 1 ც ვაშლი (ან სხვა ნებისმიერი ხილი).

სადილი: 2 ც მოხარშული კვერცხი, მწვანე სალათა და 1 ც პომიდორი, 2 ც კარტოფილი მუნდირში.

ვახშამი: ძროხის ხორცის დიდი სტეიკი გრილზე და მწვანე სალათა.

დღე მეორე

საუზმე: ფინჯანი ყავა შაქრისა და რძის გარეშე ან ჩაი, მარცვლეულის ტოსტი.

ხემსი: 1 ც მწვანე ვაშლი.

სადილი: ძროხის ხორცის დიდი სტეიკი, მწვანე სალათა, 1 ც პომიდორი, ჭიქა მწვანე ჩაი.

ვახშამი: ბოსტნეულის წვნიანი ( 1 თეფში).

დღე მესამე

საუზმე: ფინჯანი ყავა შაქრისა და რძის გარეშე ან ჩაი, მარცვლეულის ტოსტი.

ხემსი: ჭიქა ნატურალური, უცხიმო იოგურტი.

სადილი: დიდი სტეიკი, მწვანე სალათა, ჭიქა ნებისმიერი ახლად დაწურული წვენი.

ვახშამი: 2 ც მოხარშული კვერცხი და 2 მცირე ნაჭერი უცხიმო ლორი.

დღე მეოთხე

საუზმე: ფინჯანი ყავა შაქრისა და რძის გარეშე ან ჩაი, მარცვლეულის ტოსტი.

ხემსი: მუჭა კაკალი.

სადილი: ხორცის დიდი სტეიკი გრილზე, მწვანე სალათა, ჭიქა მწვანე ჩაი.

ვახშამი: 2 ც მოხარშული კვერცხი და 2 მცირე ნაჭერი ლორი.

დღე მეხუთე

საუზმე: 1 ც უმი, გახეხილი სტაფილო ნახევარი ლიმონის წვენით.

ხემსი: 1 ც ბანანი.

სადილი: თევზი გრილზე, 1 ც მოზრდილი პომიდორი, ჭიქა შავი ყავა დანამატების გარეშე.

ვახშამი: ხორცის სტეიკი, მწვანე სალათა, ჭიქა ახლად დაწურული ხილის წვენი.

დღე მეექვსე

საუზმე: ჭიქა ყავა შაქრისა და რძის გარეშე ან მწვანე ჩაი.

ხემსი: ჭიქა ნატურალური იოგურტი და 1 ც ბანანი.

სადილი: ქათმის ფილე, მწვანე სალათა, ჭიქა შავი ყავა დანამატების გარეშე.

ვახშამი: ხორცის სტეიკი და მწვანე სალათა.

დღე მეშვიდე

საუზმე: ჭიქა ყავა შაქრისა და რძის გარეშე ან მწვანე ჩაი.

ხემსი: 1 ც ბანანი.

სადილი: ხორცის სტეიკი და მწვანე სალათა.

ვახშამი: მწვანე სალათა და რამდენიმე ნაჭერი მაგარი ყველი.

თუ დიეტას ზედმიწევნით დაიცავთ, შედეგი გაგაოცებთ: თითქმის 2 კვირაში 4-8 კგ-მდე კარგავთ. „ანგელოზურ“ დიეტას თავი ფრთხილად უნდა დაანებოთ, რათა ზედმეტი კილოგრამები არ დაბრუნდეს. რაციონში თანდათანობით შეიტანეთ ბოსტნეული, ხილი და ხორცი. და მთავარი: ყურადღება მიაქციეთ, რომ ნახშირწყლები და ცხიმები თქვენს რაციონში ცილებზე ნაკლებად მოხვდეს. მაშინ თქვენ შეძლებთ მთელი ზაფხული იდეალურ ფორმაში იყოთ.