ყველაზე ლამაზი ქართველი ქალბატონი - სწორედ ასე მიმართავენ მაკა ასათიანს დღემდე თავისი თაყვანისმცემლები. წარმატებულ და ყველასთვის საყვარელ ქალბატონს განსაკუთრებული იმიჯი აქვს.ის ძალიან დახვეწილი და ქალურია.
თუ მის „ინსტაგრამს“ გადახედავთ, მაკას და მისი ულამაზესი ოჯახის ფოტოებს იხილავთ. აქვე შეგიძლიათ ნახოთ მისი მოგზაურობის ამსახველი ფოტოებიც. მას 30.4k გამომწერი ჰყავს.
ქართველი ლამაზმანი როგორც სადა, ისე კლასიკურ ტანისამოსს ანიჭებს უპირატესობას.
როგორც ჩანს, მშვენიერი ქალბატონი, ძირითადად, შავი ფერის სამოსითაა მოხიბლული.
პლისეებიანი კაბა, ბრჭყვიალა მოსაცმელი და შავი, მაღალყელიანი ზედა; სადა, კლასიკური პიჯაკი. ეს ყოველივე მაკას იმიჯს ძალიან უხდება. ძალიან უყვარს შლაპები და ზოგადად, საინტერესო ქუდები.
სამი წლის წინ მისი უფროსი ვაჟი კახი ჟორდანია დაოჯახდა. ქორწილში მაკას გრძელი, შავი ფერის, ტანზე გამოყვანილი კაბა ეცვა, რომელსაც გულთან ულამაზესი ჭრილი აქვს.
შავი ფერის სიყვარულის მიუხედავად, მაკა ცდილობს, რომ ჩაცმულობას ფერადი შტრიხებიც შესძინოს. ეს ფერადი მოსაცმელიც სწორედ ამაზე მეტყველებს.
უმშვენიერესი ქართველი ქალი თავისუფალი სტილის მოყვარულიცაა. განიერი შარვალი და ბრეტელებიანი ზედა, ერთი შეხედვით, ძალიან სადა და პრაგმატულია, თუმცა მისი სილამაზე ამგვარ ჩაცმულობაშიც არანაკლებ თვალშისაცემია.
მაკა ცდილობს, რომ მისი ჩაცმულობა თანამედროვეც იყოს და ამასთანავე, განსხვავებული შტრიხების გატარებასაც არ ერიდება.
მის მიმართ უამრავ თბილ, ამაღელვებელ კომენტარს წაიკითხავთ. მაგალითად: „ღმერთო, რა ლამაზია, სიტყვებს ვერ ვპოულობ“, „ნომერ პირველი სილამაზე ხარ“, „ ულამაზესი, უბერებელი და შეუდარებელი ხარ. შენი ფანი ვარ“ და ასე შემდეგ...
ნათია ხუნაშვილი