ქართული ალუბლის წვნიანი - "ჭრიანტელი" - Marao

ქართული ალუბლის წვნიანი - "ჭრიანტელი"

2018-05-17 12:46:15+04:00

დიდი ალბათობით, შესაძლოა, ჯერ არ გაგისინჯავთ. აუცილებლად სცადეთ ეს რეცეპტი.

ინგრედიენტები:

ალუბალი — 1 კ

ხახვი — 1 ც

ნიორი — 4 კბილი

მწვანილი (ქინძი, ტარხუნა, კამა, ოხრახუში) — 1 კონა

კიტრი — 2 ც.

მწვანე ხახვი — 1 კონა

გატარებული ნიგოზი — 0,3 ჭ

მომზადების წესი:

ალუბალს გამოაცალეთ კურკები და გაწურეთ. დაუმატეთ წყალი გემოვნებით.

დაჭყლიტეთ ნიორი.

დაჭერით ხახვი, მწვანილი და კიტრი. დაუმატეთ მარილი გემოვნებით.

შეურიეთ: ნიორი, ხახვი, მწვანილი და კიტრი. დაასხით მომზადებული ალუბლის წვენი.

შედეთ სუპი მაცივარში 1-2 სთ.

სუფრაზე მიტანის წინ დაუმატეთ დაჭრილი მწვანე ხახვი და ნიგოზი.

გემრიელად მიირთვით!