რა შემოთავაზება მიიღო თამუნა ლილუაშვილმა დათო ევგენიძისგან? - Marao

რა შემოთავაზება მიიღო თამუნა ლილუაშვილმა დათო ევგენიძისგან?

2018-05-17 14:15:44+04:00

“ჩემთვის მოგების ტოლფასია ამხელა შემოთავაზება, უბედნიერესი ვარ…”

"იქს ფაქტორის" "17 წლამდე" კატეგორიის კონკურსანტმა თამუნა ლილუაშვილმა დათო ევგენიძისგან მიიღო შემოთავაზება. მუსიკოსი აპირებს სპეციალურად თამუნასთვის დაწეროს სიმღერა.

“ისე მომწონს შენი ხმა, მინდა, საკუთარი სიმღერა დაგიწერო და ყველგან გაჟღერდესო. ჩემთვის მოგების ტოლფასია ამხელა შემოთავაზება", - წერს სოციალურ ქსელში თამუნა ლილუაშვილი. კომენტარებში “ფეისბუქის” მეგობრები ულოცავენ წარმატებას.

უყურეთ "ოთხი სკამის ტურს" ორშაბათს, 22:00 სთ-ზე, "იმედის" ეთერში.

მერიემ კაკაურიძე