პროტეინის დიეტა მუდამ მოდურია და გახდომის ყველაზე ეფექტიან საშუალებად ითვლება. ორგანიზმი აქტიურად კარგავს ცხიმს და ინარჩუნებს კუნთოვან მასას.
მოგიყვებით, რომელი ცილოვანი პროდუქტებით უნდა გაამდიდროთ რაციონი.
1. უცხიმო ფრინველი
ქათმის თეთრი ხორცი და ინდაურის უცხიმო ხორცი ყველაზე დიეტურ პროდუქტად ითვლება. შეიცავს ცილას, ცხიმების მინიმუმს და ნახშირწყლებს. აგრეთვე, ქათმის ხორცი მდიდარია კალიუმით, РР ვიტამინით, ხოლო ინდაური - კალციუმით, ფოსფორითა და В ვიტამინით.
2. საქონლის ხორცი
სასარგებლოა იმუნიტეტის ასამაღლებლად, ნივთიერებათა ცვლის მოსაწესრიგებლად. უმჯობესია, აირღუმელში გამოაცხოთ ან სანელებლებთან ერთად მოხარშოთ.

3. თევზი
სასარგებლო პროდუქტია და ყველა ადამიანის რაციონში უნდა იყოს. შეიცავს ომეგა-3-ის ცხიმებს. ებრძვის ზედმეტ წონას და აუმჯობესებს ცხიმოვანი მასის დაშლას.
4. კვერცხი
სასარგებლო ცილის წყაროა. კვერცხის გულში შემავალი ქოლესტერინი კი სასარგებლოა ჰორმონების სინთეზისა და უჯრედების მემბრანისთვის. ეცადეთ, ერთად მიირთვათ გული და ცილა. თუ რომელიმეს არ ჭამთ, იცოდეთ, რომ ისინი ერთმანეთის გარეშე სარგებლიანობას კარგავს.
5. უჯრედისი
უჯრედისით მდიდარი საკვები (მაგალითად, მარცვლეულის ფაფა) ეხმარება ორგანიზმს მეტაბოლიზმის გაუმჯობესებაში.

6. რძის პროდუქტები
ცილოვანი დიეტა რძის პროდუქტების გარეშე წარმოუდგენელია. გაამდიდრეთ რაციონი ხაჭოთი, მაწვნით, რძით... ისინი ორგანიზმს გაამდიდრებს კალციუმით. აგრეთვე, В, Е და D ვიტამინებით.
7. მცენარეული ცილები
დიახ, ასეთებიც არსებობს: ლობიო, მუხუდო, ოსპი, თხილი, ბარდა და სოია არ შეიცავს ქოლესტერინს, შეიცავს უჯრედისსა და ამინომჟავებს. მცენარეული ცილები აუცილებელი პროდუქტია ვეგეტარიანელებისთვის.
8. ბოსტნეული
ცილოვანი დიეტის დროს გეკრძალებათ სახამებლის შემცველი ბოსტნეულის ჭამა. ესენია: კარტოფილი, ჭარხალი და გოგრა. რაც შეეხება ბროკოლს, კიტრს, პომიდორს, ტკბილ წიწაკას, ბადრიჯანს, ყაბაყს, მწვანილს, ნიორს, ისპანახსა და ბრიუსელის კომბოსტოს, ისინი განუსაზღვრელი რაოდენობით შეგიძლიათ მიირთვათ.
რუსუდან გელაშვილი

ერთკვირიანი ცილოვანი დიეტა - დაიკელით წონაში სწრაფად, ორგანიზმისთვის ზიანის მიყენების გარეშე
