ბრედ პიტმა სიუზან სარანდონი პორნო-ფოტოებით გააოცა - Marao

ბრედ პიტმა სიუზან სარანდონი პორნო-ფოტოებით გააოცა

2012-02-16 11:54:23+04:00

ამერიკელმა მსახიობმა, ბრედ პიტმა გაიხსენა, რა უხეხულ სიტუაციაში ჩავარდა კოლეგის, სიუზან სარანდონის წინაშე, იმის გამო, რომ კედელზე პორნოფოტოები ჰქონდა გაკრული.

ეს ადრე მოხდა... ფილმის "მებრძოლთა კლუბი" გადაღებებისას სიუზან სარანდონი მოულოდნელად პიტს ტრეილერში ესტუმრა, სადაც მთელ კედლებზე გაკრული პორნოფოტოები ნახა.

ეს ამბავი ბრედ პიტმა ტელეშოუ Inside the Actors Studio-ს მოუყვა.

ბრედი თავს იმართლებდა, რომ პორნოგრაფიული კადრები მას მხოლოდ და მხოლოდ სამუშაო პროცესისთვის სჭირდებოდა - ფოტოები მას უხეში ტაილერ დენდრონის როლში შესვლაში ეხმარებოდა.

"მითხრეს, რომ სიუზან სარანდონია ჩამოსული და ჩემი მონახულება სურს, მე, რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა" - იხსენებს პიტი.

საქმე ისაა, რომ "მარტოხელა ჭაბუკის" სამყოფელში სიუზენი მარტო არ მისულა, მსახიობს მაშინ ჯერ კიდევ ძალიან ნორჩი ორი გოგონა ახლდა თან - სარანდონის ქალიშვილი ევა ამური და ნატალი პორტმანი, რომელთათვისაც ეს ფოტოგალერეა ყველაზე უხერხული სანახავი იყო . ბრედის თქმით, მაშინ კარგი გაკვეთილი მიიღო და დღეს უკვე კარგად იცის, როგორ და რა სიტუაციაში უნდა მიიღოს სტუმრები.

მასალა მომზადებულია: Contact Music-ის მიხედვით