გამოაცხვეთ მჭადი განსხვავებული არომატით.
ინგრედიენტები:
მარილი - ნახევარი ჩაის კოვზი
თბილი წყალი - რასაც შეიზელს
სიმინდის ფქვილი - 500 გრ
წითელი წიწაკა (დაფქული) გემოვნებით
ნიორი (დაჭყლეტილი) 3-4 კბილი
ბაზილიკი, ხმელი ქინძი - გემოვნებით
ზეთი შესაწვავად

მომზადების წესი:
სიმინდის ფქვილს შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და მოზილეთ თბილი წყლით.
სველი ხელით ამოიღეთ ერთნაირი ზომის ბურთულები, გააბრტყელეთ თხლად და გამოაცხვეთ ცხელ ტაფაზე, ბლომად ზეთში.
მიირთვით ყველთან, ფხალთან, ლობიოსთან, გემოვნების მიხედვით.
გემრიელად მიირთვით!