გამაფხვიერებლით ცომი ერთგვაროვანი, ჰაეროვანი და ნაზი ხდება. თუმცა მისი ჩანაცვლებაც მარტივად შეიძლება.
1. თვითნაკეთი გამაფხვიერებელი
დაგჭირდებათ: 5 სადილის კოვზი სოდა, 3 სადილის კოვზი ლიმონმჟავა, 12 ს/კ ფქვილი ან სიმინდის სახამებელი. მოურიეთ ხის კოვზით. გამაფხვიერებელი მზადაა. გამოიყენეთ მხოლოდ 1 ჩაის კოვზი, იგი მაღაზიაში ნაყიდ ერთ პაკეტს შეესაბამება. შეინახეთ გრილ, მშრალ ადგილას.
2. სოდა
1 ჩაის კოვზი სოდა მაღაზიაში ნაყიდ ერთ პაკეტ გამაფხვიერებელს შეესაბამება. გახსოვდეთ, რომ სოდა უნდა გამოიყენოთ იმ ცომში, რომელიც მჟავე ინგრედიენტებს შეიცავს: არაჟანი, კეფირი, იოგურტი, კენკრა, წვენი, ხილის პიურე და ა.შ.

3. სოდა ძმრით
1/2 ჩაის კოვზი სოდა და 1/4 ჩ/კ შეესაბამება მაღაზიაში ნაყიდ ერთ პაკეტ გამაფხვიერებელს. გასათვალისწინებელია ერთი მომენტი: როცა ცომს გამაფხვიერებელს უკეთებთ, ის შეგიძლიათ გააჩეროთ, ხოლო სოდიან-ძმრიანი მომენტალურად უნდა შედგათ ღუმელში. თუ გამოცხობას არ ჩქარობთ, სოდა და ძმარი ცალ-ცალკე შეურიეთ ცომში.
4. გაზიანი წყალი
ეფექტის გასაძლიერებლად შეგიძლიათ ლიმონის წვენი ან მჟავა დაუმატოთ. გაზიანი წყალი რეცეპტში მითითებული რაოდენობით დაუმატეთ.
5. ალკოჰოლი
ალკოჰოლის დამატებით ცომი მეტად ჰაეროვანი და ფხვიერი ხდება. ალკოჰოლი შეგიძლიათ ან ფქვილში დაუმატოთ, ან თხევად ინგრედიენტებში. რაოდენობა კი მარტივად განისაზღვრება: ერთ კილო ცომს 1 სადილის კოვზი ალკოჰოლი სჭირდება.