ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, უკვე საქართველოში იმყოფება. როგორც ცნობილია, მას აეროპორტში ბევრი გულშემატკივარი დახვდა, თუმცა, მთავარი გულშემატკივარი სწორედ მისი ცოლ-შვილია.
მან თავისი შვილი ხელში პირველად აიყვანა, რაც ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი მომენტი იყო.

ფანები ტოჩინოშინს ქართული დროშებითა და ოვაციებით დახვდნენ. ყველა ცდილობდა მისთვის გამარჯვების მილოცვას.
ოძეკის ტიტულის მოპოვების შემდგომ ტოჩინოშინი სამშობლოში პირველად ჩამოვიდა.

გულთბილი დახვედრის პარალელურად, ქართველი სუმოისტი ემოციებს ვერ იკავებდა და ამბობდა, რომ ძალიან ბედნიერია და ღელავს.
აქვე აღნიშნა ისიც, რომ ეს მხოლოდ მისი გამარჯვება კი არა, ქართველი ხალხის გამარჯვებაცაა.

ტოჩინოშინმა საჯაროდ მოუბოდიშა გულშემატკივრებს, რომლებსაც მადლობა დროის უქონლობის გამო აქამდე ვერ გადაუხადა.
„ტოჩინოშინს გაუმარჯოს“, „ტოჩი, ტოჩი, ტოჩი“ - განუწყვეტლივ იმეორებდნენ გულშემატკივრები.

იმპერატორის თასის მფლობელი ქართველი ოძეკი ჟურნალისტებთან და გულშემატკივრებთან შეხვედრის და ავტოგრაფების გაცემის შემდგომ მშობლიურ ძეგვში გაემგზავრა.

"ბავშვი 7 თვის ხდება და ჯერ ხელში არ აუყვანია" - ლევან გორგაძის (ტოჩინოშინის) უცნობი ბიოგრაფია