ზაფხული, შვებულება და ზღვა ყველას ოცნებაა. პლაჟზე განსხვავებული ადამიანები იკრიბებიან და აი, ყველაზე გავრცელებული ტიპაჟები.
ნამზეურფობი

დევიზი: მზისგან დამცავი კრემი ხომ არ დაგრჩა?
ატრიბუტები: მზისგან დამცავი კრემი, სპრეი, ქოლგა, კეპი, მაისური, პირსახოცი. დამწვრობის საწინააღმდეგო კრემი.
დახასიათება: სასწაულად ახერხებს დაიწვას ქოლგის ქვეშ, მოღრუბლულ ამინდში.
კუნთოვანი

დევიზი: ტანის ზეთი მომაწოდეთ.
ატრიბუტები: მინიმალისტური საცურაო ტრუსი და სათვალე.
დახასიათება: მაგიურად აყვარებს პლაჟზე ყველა გოგონას თავს და ყველასთან იღებს სელფის.
ნამზეურის მოყვარული

დევიზი: ნაკლები თეთრი ზოლი სხეულზე.
ატრიბუტები: საცურაო შორტი, რომელიც სტრინგადაც გადაკეთდება.
დახასიათება: საქმიანი მზერით შორს იყურება.
ძვირფასეულობის მაძიებელი

დევიზი: საბედოს რომ შევხვდე?
ატრიბუტები: სექსუალური საცურაო კოსტიუმი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ყველაფერი, რაც ბრწყინავს.
დახასიათება: პლაჟზე ფოტოგენურად წევს.
მოქანდაკე

დევიზი: ავაგოთ ქვიშის კოშკი
ატრიბუტები: საკუთარი ხელები, ლუდის ქილა. ბავშვებისგან ნათხოვნი ვედრო და ნიჩაბი.
დახასიათება: სამსართულიანი ქვიშის სასახლე ნახევარ საათში.
ნუდისტი

დევიზი: კაბიდან თეთრი ზოლები არ უნდა მიჩანდეს.
ატრიბუტები: ხელები, მკერდზე ასაფარებლად.
დახასიათება: ყურადღებას არ აქცევს გარშემო მყოფების დაჟინებულ მზერას.
დელფინი

დევიზი: წყალი - ჩემი სტიქიაა!
ატრიბუტები: საკუთარი ხელები და ფეხები.
დახასიათება: ცურავს და გარშემო ყველას ხელს უშლის.
ინსტაპლაჟი

დევიზი: ყველა სიტყვა ჰეშთეგით.
ატრიბუტები: კამერა და მობილური.
დახასიათება: ფოტოების გადაღება და რედაქტირება.
მუდამ მშიერი

დევიზი: ჰაერზე მადა მეხსნება
ატრიბუტები: ჩიფსი, თხილი, გაზიანი სასმელი ან ყველაფერი, რასაც ჩამოატარებენ.
დახასიათება: მუდამ პირს აცმაცუნებს და პლაჟის გამყიდველებს ფულის შოვნაში ეხმარება.
ხუმარა

დევიზი: აუ, რას გავერთობი...
ატრიბუტები: მედუზა და ზღვის სხვა ბინადრები.
დახასიათება: მოულოდნელად ესხმის მსხვერპლს და ხარხარებს მის რეაქციაზე.
"მოგულავე"

დევიზი: ზღვაზე დასასვენებლად ჩამოვედი
ატრიბუტები: ლუდი, პანამა და სამუშაო ნამზეური.
დახასიათება: ყველას მხიარულებისკენ მოუწოდებს. ზღვაში იშვიათად შედის, გასაგრილებლად.
სპორტსმენი

დევიზი: უკაცრავად, ბურთს ვერ მოგვაწვდით?
ატრიბუტები: ბურთი, მფრინავი დისკი, გასაბერი ბურთი...
დახასიათება: ხმაურიანი და მტვრიანი გარემო მათ გარშემო.
ადენალინისტი

დევიზი: სკუტერზეც უნდა დავჯდე
ატრიბუტები: ზღვის ექსტრემალური სპორტი, ატრაქციონები.
დახასიათება: კმაყოფილი თავისი ქმედებით.
დედა

დევიზი: სადაა შენი ქუდი?
ატრიბუტები: პატარა ბავშვი უსიამოვნო ხმით.
დახასიათება: მისი ხმა მთელ პლაჟზე ისმის.
რომელი ხარ შენ? 