ზაფხული უკვე მოვიდა. თქვენ კი დაძაბული გრაფიკი ქალაქგარეთ გასვლის საშუალებას არ გაძლევთ? მაშინ დროა თბილისის იმ ადგილებს გადახედოთ, სადაც საუკეთესო გართობას გპირდებიან და დროებით ყველა პრობლემასა თუ მოუგვარებელ საქმეს დაგავიწყებთ.
შემდეგ კი ახალი შემართებითითა და ენთუზიაზმით დაუბრონდებით სამსახურს/სწავლას. მაშ ასე, რამდენიმე ადგილი თბილისში, სადაც საუკეთესო გართობა გელით:
1. თუ იდეალურ ზაფხულზე ოცნებობთ, იახტით გასეირნება ფანტასტიკის სფეროს ნაწილად არ უნდა ჩათვალოთ, რადგან თბილისის ზღვაზე იახტით გასეირნების შანსი გაქვთ და ამ სიამოვნებაზე ქალაქში „გამოკეტილ“ საკუთარ თავს უარი არ უნდა უთხრათ.

2. ექსტრემისა და ბუნების მოყვარულებს თბილისიდან 1 საათის სავალზე უჩვეულო თავგადასავლები და თბილი გარემო გელოდებათ, სადაც საინტერესო ადამიანების გარემოცვაში დროს მშვიდადაც გაატარებთ და საკუთარ თავს სხვადასხვა სახალისო თამაშში გამოცდით.

3. თუ გგონიათ, პარაპლანით მხოლოდ ფილმებში დაფრინავენ, ცდებით. თბილისში ადრენალინისა და მძაფრი შეგრძნებების მოყვარულებს ამ სიამოვნების მიღებაც შეუძლიათ.

4. მთაწმინდის პარკში 7D განზომილების კინოატრაქციონი გელოდებათ, რაც ალბათ, განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ბავშვებზე მოახდენს. ისინი დიდხანს ისაუბრენენ საკუთარ თავგადასავალზე და სამუდამოდ ემახსოვრებათ ჯადოსნური მოგზაურობა ფილმში.
