მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, მინი-ქვედაკაბა და მკვეთრი მაკიაჟი ყურადღების მიქცევისთვის მხოლოდ "აქსესუარებია", მამაკაცი სასურველ ქალს ბრბოში ამ ნიშნით არჩევს...
ინტრიგა
ქალში მამაკაცი გამოცანას ეძებს. მამაკაცი ბუნებით მონადირეა და უნდა შეძლოთ მისი სანადიროდ გამოწვევა. იყავით საინტერესო რებუსი მისთვის, რომ თქვენდამი ინტერესი არ დაკარგოს.
სითამამე
მაგრამ არა ვულგარულობა. ქალს უნდა შეეძლოს სექსზე საუბარი, უნდა ერკვეოდეს მასში. ამგვარად მამაკაცი მიხვდება, რა სიამოვნება ელის ქალთან.
მიზანსწრაფული
ქალმა უნდა იცოდეს, რა სურს და როგორ მიიღოს სასურველი. ამგვარად, მამაკაცს თქვენდამი ცნობისმოყვარეობასა და ინტერესს აღუძრავთ.
ქალურობა
ქალურობის გარეშე ქალი კაბიან მამაკაცს ემსგავსება. იყავით მეტად ქალური და მეტად სექსუალური იქნებით მამაკაცის თვალში.
მოვლილი
ქალი სექსუალურად და ლამაზად რომ გამოიყურებოდეს, მოვლილი უნდა იყოს. სასიამოვნო არომატი, მოვლილი თმა, კანი, აკურატული სამოსი თქვენი მთავარი იარაღია.
გრაციოზულობა
სამხედროსავით მოძრავი ქალი მამაკაცის ყურადღებას ვერასდროს მიიქცევს. უნდა იმოძრაოთ გრაციოზულად, ნაზად, რომ მამაკაცი მხოლოდ თქვენზე ფიქრობდეს.
რუსუდან გელაშვილი