ყვითელი პრესის ყურადღების ცენტრში მხოლოდ ცნობილი ადამიანები და შოუბიზნესის წარმომადგენლები არ ხვდებიან.
ამჯერად ჩვენი ყურადღება ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, ტარიელ ონიანის ქალიშვილმა გვანცა ონიანმა მიიპყრო. გვანცა 25 წლის არის და მის შესახებ რუსული პრესა ხშირად წერს.
ჟურნალისტებმა მას „კრიმინალის პრინცესა“ უწოდეს. ტარიელ ონიანს ბიზნესმენის გატაცების გამო ათი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, თუმცა მისი ქალიშვილი მდიდრულად ცხოვრობს და როგორც იტყვიან, არაფერი აკლია.
ის ბიზნესმენების შვილების წვეულებების ხშირი სტუმარია, დადის ქორწილებში და არც ბომონდურ წვეულებებზე ამბობს უარს.

გოგონა მოსკოვში ცხოვრობს, თუმცა ხშირად მოგზაურობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ის ხშირად სტუმრობს მამის მშობლიურ ქვეყანას - საქართველოს. განსაკუთრებით უყვარს ელიტურ კურორტებზე დასვენება. მას ხშირად შეხვდებით მონაკოში, მიკონოს კუნძულზე და სოჭში.
ბავშვობაში გვანცამ მძიმე სტრესი მიიღო. კრიმინალური ავტორიტეტი ტარიელ ონიანი 90-იან წლებში საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე იქნა აღძრული. საფრანგეთიდან ონიანი ესპანეთში გადავიდა ოჯახთან ერთად. გაგრძელება + ფოტო