წიწიბურა - სასარგებლო, გემრიელი და ძალიან ნოყიერი ბურღულეულია. ის შეგიძლიათ უბრალოდ მოხარშოთ ან ორიგინალური მეთოდებით მოამზადოთ.
1. წიწიბურა ახალი ხახვით
წიწიბურა კარგია მარტივ კერძებში. ისინი მის დამახასიათებელ გემოს ამჟღავნებენ. მოამზადეთ ვახშამზე წიწიბურა ნორჩ ხახვთან ერთად. ეს რეცეპტი განსაკუთრებით, საგაზაფხულოა, მარტივი და გემრიელი.
2. ბულგარული წიწაკა ფარშირებული წიწიბურათი
ფარშირებული ბულგარული წიწაკა - ეს სიყვარულია. ამ კერძის მრავალი რეცეპტი არსებობს.
3. წიწიბურას გამომცხვარი
ეს განსაკუთრებული კერძია. ნოყიერი და მადის აღმძვრელი. ნაზი ღვიძლი და ნაღები ამ კერძს განსაკუთრებულ გემოს შემატებს.
4. ხორცი, სტაფილო და შემწვარი წიწიბურა
წიწიბურა იდეალური გარნირია. ის ძალიან უხდება ხორცს. მოამზადეთ ხორცი სტაფილოთი და შემწვარი წიწიბურით. ბურღულეული კარგად უნდა დაიბრაწოს. ის ძალიან არომატული და ხრაკუნა გამოვა.
5. წიწიბურა სოკოთი
წიწიბურა და სოკო კლასიკაა. ისინი ერთმანეთს ძალიან უხდება.
6. წიწიბურა პომიდვრითა და ნივრით
წიწიბურა იმიტომაც უყვართ, რომ მისგან შეიძლება ექსპრეს-ვახშმის მომზადება. გთავაზობთ, სინჯოთ ის პომიდორთან და ნიორთან ერთად.
7. წიწიბურას კატლეტები
წიწიბურასგან შესანიშნავი კატლეტები გამოდის. შეურიეთ მას ბოსტნეული და მწვანილი.