ალბათ შეგინიშნავთ ის, რომ ფრანგი ქალების უმეტესობა ლამაზი ფიგურით გამოირჩევა..
ფრანგი ქალები განსაკუთრებულად აქცევენ ყურადღებას თავის გარეგნობას და იმისთვის, რომ ფორმაში იყვნენ, სხვადასხვა დიეტებს იყენებენ.
ეს სწორედ ის დიეტა გახლავთ, რომელიც შიმშილთან სულაც არ ასოცირდება.
ფრანგული დიეტა საჭიროა, რომ 7 დღის მანძილზე დაიცვათ. აღსანიშნავია ის, რომ როდესაც დიეტას დაასრულებთ, სიმსუბუქის შეგრძნება გექნებათ.
● დაივიწყეთ ცომეულისა და ტკბილეულის არსებობა
●აღარ მიიღოთ ცხიმიანი, მარილიანი და საფუვრით გაჯერებული საკვები
●ნუ მიიღებთ ალკოჰოლსა და გაზიან სასმელებს
●არ შეცვალოთ დიეტის რაციონში არსებული პროდუქტები, რათა ამან საბოლოო შედეგზე უარყოფითად არ იმოქმედოს.
●რეკომენდებულია მინერალური (არაგაზირებული) წყლის მიღება (შესაძლოა ანადუღარიც)
● ამ დიეტის დაცვა ორი კვირითაც შეგიძლიათ, თუმცა ნახევარი წელი უნდა შეისვენოთ, ვიდრე ისევ დაიწყებდეთ
როგორც ცნობილია, ამ დიეტით 7 დღეში 10 კილოგრამის დაკლებაცაა შესაძლებელი.
დიეტაში პროდუქტები გრამების მიხედვით არაა მოცემული. ამიტომ, თავად გაანაწილეთ, ულუფები. სასურველი შედეგის მისაღებად ეცადეთ, ულუფების რაოდენობა შეამციროთ.

1 დღე
საუზმე- ფინჯანი ყავა, ტოსტები ცოტაოდენი თაფლით.
სადილი- ვაშლი, სალათის ფურცლები, მოხარშული კვერცხი და ნიორი.
ვახშამი- უცხიმო შემწვარი ხორცი და სალათის ფოთოლი
2 დღე
საუზმე- ყავა, ორი ც მოხარშული კვერცხი და სტაფილო.
სადილი- 200 გრამი უცხიმო, კანგაცლილი ქათამი, სალათის ფურცლები და პომიდორი
ვახშამი- ნებისმიერი ხილი (ეცადეთ ზომაზე მეტის მიღებისგან მაინც თავი შეიკავოთ)
3 დღე
საუზმე- უშაქრო ყავა, ტოსტი და ცოტაოდენი ყველი.
სადილი- სალათის ფოთლები, სტაფილო, პომიდვრის სალათი, ერთი ჭიქა ფორთოხლის წვენი, ან ვაშლი.
ვახშამი-ორი ც მოხარშული კვერცხი, ვაშლი ან ცოტაოდენი მარწყვი
4 დღე
საუზმე- უშაქრო ყავა და დიეტური ორცხობილა
სადილი- ვეგეტარიანული სუპი და ორი ც ვაშლი
ვახშამი- 200 გრ უცხიმო იოგურტი, ვაშლი ან მარწყვი
5 დღე
საუზმე- ფინჯანი ყავა, ტოსტები ცოტაოდენი თაფლით.
სადილი- უცხიმო ხორცი ( მოხარშული ან გრილზე შემწვარი) , ვეგეტარიანული სალათი
ვახშამი- უცხიმო იოგურტი, ან ვაშლი დარიჩინთან ერთად
6 დღე
საუზმე- ყავა, ვაშლი და ნუში
სადილი- კანგაცლილი, უცხიმო ქათმის მკერდი, სალათის ფოთლები და პომიდორი
ვახშამი- ხილი (ვაშლი, ფორთოხალი, მარწყვი...) და კეფირი
7 დღე
საუზმე- ყავა უშაქროდ, ტოსტი ჯემით და ხილის წვენი.
სადილი- გრილზე შემწვარი თევზი, სალათის ფურცლები და ვაშლი
ვახშამი- ტოსტი, დაბალკალორიული, ნატურალური იოგურტი, კიტრი, ნიორი, სტაფილო და პიტნა.