კარტოფილის კომპრესი კოჟრებისთვის - Marao

კარტოფილის კომპრესი კოჟრებისთვის

2012-02-23 15:19:18+04:00

კოჟრები, რომელიც ხშირად არაკომფორტული ფეხსაცმლის გამო ჩნდება, წლის ნებისმიერ დროს ბევრ უსიამოვნებას გვიქმნის.

მის დასარბილებლად ბევრი სამედიცინო თუ ხალხური საშუალება არსებობს. ამჯერად ერთ მარტივ რეცეპტს შემოგთავაზებთ.

უპირველეს ყოვლისა, კოჟრის დასარბილებლად ფეხებს რძის ფხვნილიან (ერთი ჩაის კოვზი ფხვნილი ერთ ლიტრ წყალზე) თბილ წყალში დაითბილეთ. გამოგადგებათ კარტოფილის კომპრესიც: უმი კარტოფილი წვრილ სახეხზე გახეხეთ. მიღებული მასა გადაიტანეთ მკვრივ ქსოვილზე, დაიდეთ კოჟრზე და ბინტით შეიხვიეთ, დაიტოვეთ მთელი ღამის განმავლობაში. დილით ფეხებზე თბილი წყალი გადაივლეთ და კოჟრის ამოგდება სცადეთ.

ერთ ლიტრ რძეში 100 გრამი შავქლიავი მოხარშეთ. ოდნავ გააგრილეთ ნაყოფი და ჯერ კიდევ თბილი კოჟრზე დაიდეთ. გაიჩერეთ, სანამ არ გაცივდება. პროცედურა რამდენჯერმე გაიმეორეთ, სანამ კოჟრი არ დარბილდება და ამოვარდება.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)