დაქორწინებამდე ყველა მამაკაცი "მსოფლიოში საუკეთესოა". განქორწინების დროს - "დეგენერატი და იდიოტი".
გაიგეთ, როგორი მამაკაცის ნდობა არ შეიძლება.
წვრილმანებში გატყუებთ
გეუბნებათ, რომ მანქანის ნაწილი 1000 ლარი დაუჯდა, ქვითარში კი 100 ეწერა. მოგწერათ, რომ გვიანობამდე სამსახურში იქნებოდა, თავად კი მეგობრებთან ერთად ბარში წავიდა ფეხბურთის საყურებლად. როგორ გგონიათ, თუ ადამიანს წვრილმანებში ვერ ენდობით, სერიოზულ საკითხებში ღირს მისი ნდობა?
მუდმივად თავს იმართლებს
ცრუპენტელას გამოსავლენად მარტივი ხერხი არსებობს. დააკვირდით, როგორ იმართლებს თავს, როცა არ სთხოვენ. როცა ყველაფერს სინდისიერად აკეთებთ, არც მოგივათ თავში, რომ ვიღაც რაღაცას იეჭვებს. ადამიანი, რომელიც გატყუებთ, დეტალებში იჭედება და ცდილობს, ყველაფერი მოფიქრებული ჰქონდეს, თავი რომ გადაირჩინოს.
ზედმეტად საეჭვოა
თუ პარტნიორი ზედმეტად ეჭვიანია, გაკონტროლებთ და გამოწმებთ, იქნებ თავადაც არ იმსახურებს ნდობას და უნდა შეამოწმოთ ხოლმე.
ცდილობს, გიჟად წარმოგაჩინოთ
მამაკაცი ხშირად ცდილობს, ქალი "გიჟ ეჭვიანად" მონათლოს. ეცადეთ, საყვარელ მამაკაცზე მოსაზრება მეგობრებს, მშობლებს ჰკითხოთ. როცა შეყვარებული ხართ, გიჭირთ რეალობის სწორად აღქმა.
თვითკრიტიკის არარსებობა
თუ მისი უკონტროლო ქმედება მუდმივი პრობლემაა, რა გარანტია გაქვთ, რომ მისი ნდობა უფრო პირად, ინტიმურ ასპექტებში შესაძლებელია?!
რუსუდან გელაშვილი