„ყველაზე კარგად პრაღაში ვშოპინგობ, იტალიაზე დაბალი ფასებია“- ქართველმა მოგზაურებმა გაგვიმხილეს სად შეიძლება ხარისხიანი ტანსაცმლის იაფად ყიდვა - Marao

„ყველაზე კარგად პრაღაში ვშოპინგობ, იტალიაზე დაბალი ფასებია“- ქართველმა მოგზაურებმა გაგვიმხილეს სად შეიძლება ხარისხიანი ტანსაცმლის იაფად ყიდვა

2018-07-21 00:03:00+04:00

ალბათ ხშირად გაგჩენიათ კითხვა: რომელ ქვეყნებში და კონკრეტულად სად შეიძლება შევიძინოთ ხარისხიანი ტანსაცმელი ხელმისაწვდომ ფასად?
მერწმუნეთ, ეს პასუხგაუცემელი კითხვა ნამდვილად არაა. არსებობს ქვეყნები, რომლებიც სწორედ შოპინგის მოყვარულების გულის გასახარადაა ავსებული უამრავი მაღაზიითა და მომხიბლავი შეთავაზებებით.

ამჯერად გამოკითხვა ჩავატარეთ და ქართველ მოგზაურებს შემდეგი რამ ვთხოვეთ: მოდი დავეხმაროთ შოპინგის მოყვარულებს და დავასახელოთ 5 ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტადაა შესაძლებელი ხარისხიანი ტანსაცმლის ხელმისაწვდომ ფასად შეძენა. ასევე, ვუთხარით, რომ უმჯობესი იყო თუ კონკრეტულ ლოკაციასა და მაღაზიებს დაასახელებდნენ.

მილანი, ბარსელონა, ბერლინი, პარიზი, ვენა. სწორედ ეს 5 ქვეყანა დაასახელა ერთ-ერთმა მოგზაურმა ქალბატონმა. აქვე დასძინა, „გააჩნია რა ბრენდებს ანიჭებთ უპირატესობას. ბარსაში „ზარას“ ნებისმიერ სავაჭრო ცენტრში წააწყდებით. გირჩევთ სავაჭრო ცენტრ „მაკინისტას“, გარეუბანშია, მაგრამ არჩევანი მეტია ვიდრე გრაციაზე. ლუქს ბრენდებისთვის აუთლეტებს მიმართეთ, მაგალითად „ლა როკა“. მილანში შეგიძლიათ ძირითადად კორსო ბუენოს აირესის ქუჩაზე იშოპინგოთ და ასევე აუთლეტებში. ან თუნდაც ვიტორიო ემანუელეს გალერეაში (თუ ბიუჯეტი გაძლევთ ამის საშუალებას). ქალბატონებს „მაქს&მარას“ აუთლეტსაც ვურჩევდი, გაცილებით დაბალი ფასებია ვიდრე ჩვეულებრივ მაღაზიაში“.

„მე ყველაზე კარგად პრაღაში ვშოპინგობ. იტალიაზე დაბალი ფასებია ხოლმე. ცენტრში არის პალადიუმი. გარეუბანშია „chodov“, მაგრამ მიდის მეტროც და ავტობუსიც. და ვაცლავის მოედნიდან რომ დაუყვებით, სულ მაღაზიებია. ფასები ევროპაზე ცოტა დაბალი, ჩემი გამოცდილებით“. გვითხრა მოგზაურმა გოგონამ.

როგორც ჩანს, თუ სტამბულში მოვხვდებით სჯობს საშოპინგოდ „ოლივიუმის“ სავაჭრო ცენტრს მივაკითხოთ, რადგან ამბობენ, რომ იქ საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასებია.

ვარშავა- კარგი ხარისხითა და ნორმალური ფასებით დახასიათდა.

„ინგლისი ყველაზე იაფიანი და ხარისხიანი. „Sale“ ხშირად აქვს. კერძოდ ლონდონი, Oxford Street, Stratford shopping centre. ეს ორი ყველაზე კარგია.“ ვფიქრობ, ესეც გამოსადეგი რჩევაა მათთვის, ვინც ინგლისში გამგზავრებას აპირებს და შოპინგის მოყვარულია.

მოგზაურთა ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ისიც აღნიშნა, რომ ივლისის თვეში სწორედ ამ ადგილებში შეიძინა პროდუქცია სასაცილო ფასად. როგორც ჩანს ივნისის თვეში იქ კარგი ფასდაკლებებია.

ივლისი- აგვისტო და ახალი წლის მონაკვეთი ესპანეთის ფასდაკლებების პერიოდად დასახელდა. რომის შემთხვევაში ითქვა, რომ აგვისტოში ფასდაკლებები იქაც არის, უბრალოდ ტანისამოსს შედარებით ხელმისაწვდომ ფასად უფრო აუთლეტებში იხილავთ.

„ძალიან იაფია ფეხსაცმელები ბოვეში. პარიზში „addidas“-ში ვიყიდეთ ბევრი რაღაცები, ფასდაკლებებიც იყო. მაგრამ ბოვეში არის კარგი სავაჭრო ცენტრი, 3 სართულიანი. თუ ვინმე მოხვდება, აუცილებლად გაისეირნეთ.. ცენტრალურ ქუჩასთან არის ახლოს. პირველ სართულზე უზარმაზარი ფეხსაცმელების მაღაზიაა. 1,5 საათს მოანდომებთ შერჩევას. რაც მთავარია ფასებია ძალიან კარგი. გაითვალისწინეთ და არ დარჩებით უკმაყოფილო.“

-დაახლოებით რა ფასებია? – „ძალიან მაგარი ადიდასის ბოტასები იყო ქალისთვის, 35 ევროდ. აქაურ ფასებს ვადარებ. აქ მსგავსები 280 ლარი ღირს.. არის ბავშვის, მამაკაცის, ქალის.. ქალისთვის უამრავი ფეხსაცმელია. 40-50 ევროზე მაღლა იყიდება სადღაც 3-4 სახეობის ფეხსაცმელი. დანარჩენი სულ 40 ევროს ქვემოთაა“.

„ინგლისური „იბეიდან“ ვიწერ აუქციონით და ისეთი რაღაცები ჩავიგდე ხელში მიზერულ ფასებში რომ რავიცი.. ორიგინალი სათვალე ლაგერფილდის 16 ლარად ვიყიდე როცა მისი ფასი 410 ლარია .. ინგლისი ყველაზე კარგია მგონი ამ მხრივ“.

„Tkmaxx-ში ტომ ტეილორის ტყავის საფულე ფასდაკლებით 17 ფუნტად ვიყიდე. ძალიან კარგი მაღაზიაა“ აღნიშნა ერთ-ერთმა მოგზაურმა. (როგორც გაირკვა მათ საიტიც აქვთ, „იბეის“ მსგავსად) ეს მაღაზია სხვა ადამიანმაც გვირჩია, კერძოდ მიუნხენში.

აღმოჩნდა, რომ ინდოეთში პირდაპირ ქარხნებიდანაც კი არის შესაძლებელი ტანსაცმლის შეძენა. თუმცა, ეს ზოგიერთ ქარხანას ეხება. „ ინდოეთში დიდი ბრენდები რაცაა ბევრად იაფად იყიდი მაღაზიებშიც, ვიდრე საზღვარგარეთ. მაგალითად (jokey) თეთრეული ლამის 5-6ჯერ იაფია ვიდრე ამერიკაში“. აქვე ითქვა ისიც, რომ დელიში უფრო სიძვირეა, ვიდრე მუმბაიში და ხარისხიან, ბრენდულ სამოსს, მოლებში უფრო იაფად შევიძენთ.

ასევე დასახელდა სინგაპური, სადაც როგორც ჩანს საკმაოდ მისაღები ფასებია. ყურადღება გამახვილდა თურქეთის „აუთლეტ მოლებზეც“.

გამოკითხვიდან გამომდინარე, თუ მოგზაურობასთან ერთად თქვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი შოპინგია, სჯობს სხვადასხვა ქვეყნებს ზაფხულში, ან ახალი წლის პერიოდში ეწვიოთ, რათა გრანდიოზული ფასდაკლებებითა და ხარისხიანი სამოსით გული გაიხაროთ.