დაბერების შეჩერება და ახალგაზრდობის შენარჩუნება გაცილებით იოლია, ვიდრე თქვენ გგონიათ. მხოლოდ ეს 5 ჩვეულება უნდა გამოიმუშაოთ...
მწვანე ჩაი
ახალგაზრდობის ელექსირი. შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც გვეხმარებიან, შევინარჩუნოთ კანი ჯანმრთელი და ახალგაზრდა. მწვანე ჩაი აგრეთვე, აუმჯობესებს განწყობას.
C ვიტამინი
მისი ნაკლებობა ცუდად აისახება ორგანიზმზე, კანზე. ამიტომ ხშირად მიირთვით C ვიტამინით მდიდარი ხილი, ბოსტნეული და წვენები.
სახის გაწმენდა
პილინგი და სკრაბი აუცილებელია იმისათვის, რომ კანიდან ჭუჭყი და გარქოვანებული კანის ნაწილები მოიშოროთ.
კანის დატენიანება
მშრალი კანი არასდროს იქნება ახალგაზრდული და ლამაზი. ამიტომ ხშირად უნდა დაიტენიანოთ.
ვარჯიში
სისტემატური და ზომიერი ფიზიკური აქტივობა ჯანმრთელი და ლამაზი ფიგურისთვისაა საჭირო.