აი, რა ემართება თითოეული მათგანის ორგანიზმს, ვინც ყავას ყოველდღე სვამს - Marao

აი, რა ემართება თითოეული მათგანის ორგანიზმს, ვინც ყავას ყოველდღე სვამს

2019-01-24 10:44:13+04:00

გაიგეთ რა ემართება თქვენს ორგანიზმს, თუ ყავას ყოველდღე სვამთ:


1. ჩქარდება ნივთიერებათა ცვლა

ეს განსაკუთრებით აქტუალურია მათთვის, ვისაც გახდომა სურს. კოფეინი ორგანიზმს ენერგიით ავსებს და აჩქარებს მეტაბოლიზმს.

2. რეგულირდება ტვინის მუშაობა

კვლევამ აჩვენა, რომ თუ დღეში 3-5 ჭიქა ყავას დალევთ საშუალო ასაკის ქალებსა და კაცებში ალცჰაიმერის რისკი 65 % -ით იკლებს, პარკინსონის დაავადების რისკი კი 32-60 %-ით. სხვა კვლევების თანახმად, ყავა ამაღლებს განწყობას, აუმჯობესებს რეაქციას, მეხსიერებასა და ყურადღებას.

3. ამაღლებს განწყობას

ჰარვარდის უნისვერსიტეტის მკვლევრებმა დაადასტურეს, რომ კოფეინის შემცველი სასმელი 50%-ით ამცირებს თვითმკვლელობის შემთხვევებს.

დალიეთ ყავა და იყავით ბედნიერი.

4. მცირდება კანის კიბოს რისკი

გაირკვა, რომ ასაკოვან ადამიანებს, რომლებიც დღის განმავლობაში 4 და მეტ ჭიქა ყავას სვამდნენ, ავთვისებიანი მელანობის რისკი 20%-ით ნაკლები ჰქონდათ.

5. მცირდება დიაბეტით დაავადების რისკი

ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევრების მონაცემებით, ადამიანები, რომლებმაც 4 წლის მანძილზე ყავის მიღების რაოდენობა გაზარდეს, შაქრის დიაბეტით დაავადების რისკი 11%-ით ნაკლები ჰქონდათ.

ყავა თქვენი ჯანმრთელობის მტერი არ არის, პირიქით - მისი ყოველდღიური მიღება ეხმარება მრავალ დაავადებასთან გამკლავებაში და მათ შორის, დეპრესიის დროს.