სასწორის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები პლანეტა ვენერას გავლენის ქვეშ იმყოფებიან, რაც მათ ხასიათში თანდაყოლილ დიპლომატიის უნარს, ჰარმონიის და სილამაზის სიყვარულს განაპირობებს.
სასწორების უმრავლესობა, როგორც გარეგნობით, ისე ხასიათით, სასიამოვნო და კომუნიკაბელური ხალხია. ორივე სქესის სასწორებს ძალიან უყვართ კამათი. შესაბამისად, მათთვის უცხო არ არის სხვადასხვა სახის დისკუსიასა და პოლემიკაში მონაწილეობის მიღების სიყვარული, თუმცა ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, სასწორი არა საკუთარ, არამედ საზოგადოებაში გავრცელებულ ამა თუ იმ მოსაზრებას იცავს.
ხოლო, საკუთარი აზრის ქონა, რომელიც მყარ არგუმენტებზე იქნება დაფუძნებული, როგორც წესი, სასწორებს იშვიათად ახასიათებთ. ზოდიაქოს ამ ნიშნის სიმბოლოს მსგავსად, სასწორებს გამუდმებით ახასიათებთ მერყეობა და შეხედულებების ცვლა. როგორც წესი, ისინი მართალი ადამიანები არიან, თუმცა ბრძოლის უნარი, რომელიც ზოგჯერ საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად ხდება საჭირო, სასწორების უმრავლესობას არ გააჩნია. სასწორებს ბევრი ფიქრი უყვართ. თუ მათ რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების წინ ფიქრისთვის ბევრი დრო აქვთ, გამორიცხული არ არის, საბოლოოდ საერთოდაც გადაიფიქრონ ამ გადაწყვეტილების მიღება. გაგრძელება
ანი მაისურაძე