რას უკავშირდება თბილისში არსებული უცნაური ნისლი - Marao

რას უკავშირდება თბილისში არსებული უცნაური ნისლი

2018-07-27 16:05:39+04:00

დილიდან თბილისში უცნაური ნისლი შეიმჩნევა.
მოსახლეობის ნაწილმა იხუმრა - აგუგუნებული 100 ქარხნის ბოლი იქნებაო, ნაწილი კი შეშფოთდა. რეალურად კი, ეს ყველაფერი თურქმენეთის უდაბნოს მტვერია, რომელიც ქარების შედეგად შემოვიდა თბილისში. ამასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის ეკოლოგიის სამინისტროც აკეთებს განცხადებას, სადაც წერენ: 26 ივლისს, დილით, ბაქოში და აფშერონის ნახევარკუნძულზე, დღის მეორე ნახევარში, იმის გამო, რომ მოიმატებს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი, სავარაუდოდ, გაიზრდება ჰაერში მტვრის მოცულობა. გარემოს დაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ დიდი რაოდენობით მტვრის მასის გაზრდას განაპირობებს ქვეყანაში თურქმენეთის ატმოსფერული დინებების შემოსვლა.

სწორედ ეს გარემოება განაპირობებს თბილისში უცნაური ნისლის არსებობას.

იხილეთ ფოტო