ყველასთვის საყვარელი მსახიობი ზაფხულს საკმაოდ საინტერესოდ ატარებს და სხვადასხვა ლამაზ ადგილს სტუმრობს.
ნინო გაჩეჩილაძეს „ინსტაგრამზე“ უკვე 53.2k გამომწერი ჰყავს. თაყვანისმცემლები კომენტარებში მის მიმართ კომპლიმენტებსა და თბილ სიტყვებს არ იშურებენ და ცდილობენ, სიყვარული თავისებურად გამოხატონ.
ეს კი ერთ-ერთი გულშემატკივრის კომენტარი გახლავთ: „რა ლამაზი ხარ, ნინო. რა შორენა ბეგაშვილი, რა კესარია, აი, ყველაზე ლამაზი ქართველი გოგო. თან ბუნებრივი, ლამაზი, პოზიტიური, ჭკვიანი, საოცარი ადამიანი. ამას მარტო ეკრანიდან ვხედავ პირადად მე და სინამდვილეში დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო უკეთესი იქნები“.
![](/media/images/stories/sakitxavi/siaxle/nino4.jpg)
მშვენიერმა ქალბატონმა გადაწყვიტა, ზაფხული ევროპაში გაეტარებინა. ნინო ჯერ უძველეს ქალაქს - ვენას, შემდეგ კი ულამაზეს პარიზს ესტუმრა, სადაც ეს საინტერესო ფოტოები გადაიღო.
![](/media/images/stories/sakitxavi/siaxle/nino6.jpg)
![](/media/images/stories/sakitxavi/siaxle/nino5.jpg)
ამჟამად მსახიობი სწორედ პარიზში იმყოფება, რადგან ფოტო, რომელსაც ახლა ხედავთ, ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.
![](/media/images/stories/sakitxavi/siaxle/nino3.jpg)