ასტროლოგია არის ერთ-ერთი ეზოთერული სწავლება (სფერო), რომელიც ადამიანის პიროვნებასა და მიმდინარე მოვლენებს ახასიათებს პლანეტის განლაგების მიხედვით.
დღეს საზოგადოებაში ასტროლოგიისადმი დაინტერესება დიდია, თუმცა ყოველკვირეული პროგნოზი არაა ასტროლოგია, ის ბევრად უფრო ფართო სფეროა. მაშასადამე, ასტროლოგია შეგვიძლია მივიჩნიოთ სფეროდ, რომელიც იყენებს ზუსტ მეცნიერებას, ასტრონომიას, მათემატიკასა და სულიერ მეცნიერებას - "ეზოთერიკას".
ფაქტობრივად, მასში შერწყმულია მატერიალური და სულიერი, ორი მეტად განსხვავებული, მაგრამ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული სამყარო. ზუსტი მეცნიერების მიხედვით თვლიან პლანეტის მოძრაობას, გადაადგილებას, მდებარეობას, ხოლო სულის მეცნიერების, ფსიქოლოგიისა და სხვა ეზოთერული სფეროების მეშვეობით ცდილობენ ახსნან ნებისმიერი მოვლენა თუ მახასიათებელი. შესაბამისად, ასტროლოგია ვერ იქნება ვერც სიცრუე და ვერც მეცნიერება. ის ორი მნიშვნელოვანი სამყაროს ნაზავია.
გვჯერა თუ არა, დაბადების რიცხვი და წელი არსებით გავლენას ახდენს ჩვენს ხასიათსა და ბედზე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ბევრად დამოკიდებულია გარემოსა და აღზრდაზე, თუმცა ასტროლოგები ამბობენ, რომ ვარსკვლავები მომავლის ყველაზე ერთგული და საიმედო მაცნეები არიან. ყვითელი ძაღლის წელი უკვე დადგა, რომელიც კიდევ მეტ წარმატებას მოუტანს ზოდიაქოს ყველა ნიშანს, თუმცა 2018 წელი განსაკუთრებით წარმატებული იქნება შემდეგი 4 ზოდიაქოს ნიშნისთვის:
1. სასწორი
წელს სასწორი სამყაროს ფავორიტია. მშვენიერი ჰარმონია, რომელიც ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ხელს შეუწყობს ბედნიერებას. ეს არის ბალანსი ყველაფერში, რაც მოგიტანთ სასიამოვნო მოვლენებს.
ასტროლოგები გირჩევენ, ეძიოთ საკუთარ თავში ახალი ჰობი, რომელიც თქვენი ნიჭის უამრავ ახალ უხილავ მხარეებს დაგანახვებთ. სამსახურში დაწინაურება ნუ გაგიკვირდებათ. ფინანსური მხარეები ზრდისკენ წავა, იქნება ბონუსები, საჩუქრები და შესაძლოა, ლატარიაშიც მოიგოთ რამე.
2. კიბო
კიბო ყოველთვის აძლევს ლომის წილ რეკომენდაციას სხვებს თავისი გამოცდილებიდან. ამიტომ დროა, 2018 წელს მას ყველა გაღებული სიკეთე უკან დაუბრუნდეს.
2017 წელს ბევრი ტკივილი შეგხვდათ, თუმცა ის უკან მორჩა და წელს ყველაფერი საუკეთესოდ წარიმართება. დაფასდება თქვენი შრომა, იმოგზაურებთ და მოინახულებთ თქვენთვის უცნობ არაერთ მხარეს (ქვეყანას). გაგრძელება