ზეითუნის ზეთი მდიდარია ჩვენი ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ჯანსაღი ცხიმებითა და სასარგებლო ნივთიერებებით.
რატომ უნდა დალიოთ ზეითუნის ზეთი დილით, უზმოზე?
კვლევები ამტკიცებს, რომ ზეითუნის ზეთი ქსოვილებს ისეთი ცვლილებებისგან იცავს, რასაც სიმსივნის გამოწვევა შეუძლია.
ის ეხმარება მსხვილი ნაწლავის მოქმედების დარეგულირებაში.
ზეითუნის ზეთი სასარგებლოა კანის, თმის, ფრჩხილებისა და ძვლებისთვის. ის უკვე ცნობილია, როგორც კანისა და თმის ნიღბების შეუცვლელი ინგრედიენტი, მაგრამ ზეითუნის ზეთი გაცილებით ეფექტურია შინაგანი მიღების შემთხვევაში.

ის ასევე იცავს ღვიძლს. თუ უზმოზე ზეითუნის ზეთს სვამთ, დარწმუნებული იყავით, რომ ყველა შინაგანი ორგანო ნორმალურად ფუნქციონირებს.
კიდევ უფრო უკეთესი შედეგის მისაღებად, 2 ს.კ. ზეითუნის ზეთს დაუმატეთ ერთი მეოთხედი ლიმონის წვენი და დალიეთ დილით, უზმოზე.
ზეთი დაგეხმარებათ წონის დაკლებაში, შეიცავს დიდი რაოდენობით ომეგა-3-ს, ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას.

ზეითუნის ზეთი აძლიერებს იმუნურ სისტემას. იცავს გულს დაავადებებისგან. გარდა ამისა, სისხლში აკონტროლებს გლუკოზის დონეს. ეს ეფექტი სასარგებლოა დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის.