ჰორმონები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ჩვენს ორგანიზმში. მათი დარღვევა სერიოზულ დაავადებებს იწვევს. სიტუაცია რომ არ გაამწვავოთ, დააკვირდით ცვლილებებს, რასაც ჰორმონალური დარღვევა იწვევს.
1. აკნე
თუ სახესა და სხეულზე გამონაყარი რეგულარულად გაქვთ (არ ხართ თინეიჯერი ან არ ხართ მენსტრუალური ციკლის პერიოდში), გამოიკვლიეთ მისი მიზეზი.

2. განწყობის ცვლილება
ასეთი მოვლენა ხშირია მენსტრუალური ციკლის პერიოდში, +-2 დღე, მაგრამ თუ განწყობის ცვლილება რეგულარულად გახასიათებთ, ფარისებრი ჯირკვალი გამოიკვლიეთ.

3. გარკვეული მიდრეკილება კვებაში
თუ რეგულარულად გინდებათ ტკბილი ან მარილიანი, გაიკეთეთ ჰორმონების გამოკვლევა.
4. წონის მატება
თუ სწრაფად აკრიფეთ ზედმეტი კილოგრამები, გამოიკვლიეთ ჰორმონები: კორტიზოლი და ინსულინი.

5. ძილის პრობლემა
უძილობის დროს კორტიზოლის (სტრესის ჰორმონი) გამოკვლევა ჩაიტარეთ.
6. დაბალი ლიბიდო
ტესტოსტერონის დაბალი დონე სექსუალური ლტოლვის ნაკლებობას იწვევს.

7. ქრონიკული დაღლილობა
გამოიკვლიეთ ფარისებრი ჯირკვალი.
8. შეშუპებული თვალები
ეს სიმპტომი ჰორმონალურ დისბალანსზე მიუთითებს და აუცილებლად გამოსაკვლევია. განსაკუთრებით, კორტიზოლი.