„დედაჩემის ახალგაზრდობის პერიოდში 25 წლის გოგონებისთვის ბავშვის გაჩენას უკვე დაგვიანებულად მიიჩნევდნენ, დღესდღეობით კი ეს ყველაფერი სპეციალისტებს დაავიწყდათ კიდეც.
ქალის სექსუალური აქტივობის ასაკობრივი ზღვარი მთელ მსოფლიოში ბევრად აიწია და როგორც გაირკვა, გვიან ფეხმძიმობას სამედიცინო თვალსაზრისითაც აქვს დადებითი მხარეები.
მოვიყვან გერმანული ინსტიტუტების მიერ დემოგრაფიული კვლევის შედეგებს. კვლევაში მონაწილეობა მიიღო მილიონ-ნახევარზე მეტმა ქალმა და მამაკაცმა, რომლებმაც შვილები 1960-1990-იანი წლების პერიოდში გააჩინეს. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ იმ შემთხვევებში, როცა ქალებმა ბავშვები 40 წელს მიახლოებულ ასაკში გააჩინეს, მათი შვილები ფიზიკურად უფრო ჯანმრთელები იყვნენ, უკეთესი მოსწრება ჰქონდათ მაღალ კლასებში და დიდი ალბათობით აბარებდნენ უნივერსიტეტებში.
თუმცა, უდავოა, რომ ახალგაზრდა დედებსაც აქვთ საკუთარი კოზირი - ახალგაზრდა, სტრესის ამტანი ორგანიზმი. ამიტომ 25 წლამდე მშობიარობა საკმაოდ გონივრული გადაწყვეტილებაა. მე კი, როგორც ამ გამოცდილების მქონე ადამიანმა, შემიძლია მხარი დავუჭირო ახალგაზრდა გოგონებს. თანამედროვე მედიცინა და კოსმეტიკა, რა თქმა უნდა, გვინარჩუნებს ახალგაზრდულ იერს, მაგრამ წლებთან ერთად არავინ ახალგაზრდავდება, ამიტომ წარმატებული და უპრობლემო ფეხმძიმობის შანსები მცირდება.
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დარღვევა, რისი შანსიც მომავალი დედის ასაკთან ერთად იზრდება, დაუნის სინდრომია. რა თქმა უნდა, ახალგაზრდა და ჯანმრთელ ადამიანებსაც შეიძლება გაუჩნდეთ ბავშვი ქრომოსომული ანომალიით, მაგრამ 45 წლის შემდეგ ქალებისთვის ეს რისკი 1-დან 19-მდე იზრდება.
და მაშინ სად არის დადებითი მხარეები?

რამდენად უცნაურიც უნდა იყოს, პლუსები შესაძლოა სულაც არ უკავშირდებოდეს ბავშვს, არამედ გიკავშირდებოდეთ თქვენ. ორგანიზმის გაახალგაზრდავება ფეხმძიმობის დროს - ეს მითი არ არის, არამედ რეალურად არსებული ფიზიოლოგიური ფენომენია. ჰორმონალური ცვლილება და ძუძუთი კვება აისახება როგორც გარეგნობაზე, ისე განწყობაზე. თანაც, თუ ექიმებს დავუჯერებთ, გვიანი მშობიარობა თავიდან აგვარიდებს ოსტეოპოროზს და ამცირებს ქოლესტერინის დონეს. ჟღერს, როგორც ხანგრძლივი სიცოცხლის გარანტია.
ამასთან, ქალებს, რომლებმაც გვიან ასაკში იმშობიარეს, ადვილად გადააქვთ მენოპაუზა, დაბერების პროცესიც შესამჩნევად ნელდება. 40 წლის ასაკში გამხდარი დედა, როგორც წესი, უფრო დიდ მატერიალურ სტაბილურობას აღწევს, რადგან გვიანი დედობა სტრესული ფაქტორი აღარ არის.
ცხოვრებისეული გამოცდილება და შრომითი დისციპლინაც უკეთესია: ჩემი მეგობრები, რომლებიც დედები 40 წლის შემდეგ გახდნენ, მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან დედობას, ვიდრე მე 25 წლის ასაკში. გააზრებული ურთიერთობა და დედობასთან დაკავშირებული ყველა სირთულის გათავისება - უდიდესი და ფასდაუდებელი პლუსია“.