ფსიქოლოგები ამბობენ, რომ დამოუკიდებლობას ბავშვი სამი წლიდან უნდა შეაჩვიოთ. ამ ასაკში მას დამოუკიდებლად ჩაცმა უნდა შეეძლოს. 9 წლისამ დამოუკიდებლად უნდა ჩაალაგოს სასკოლო ჩანთა. საინტერესოა, კიდევ რა უნდა გააკეთოს დამოუკიდებლად მოზარდმა?
- გამომუშავებული უნდა ჰქონდეს დღის რეჟიმი. ერთ დროს დაწოლა და ერთ დროს ადგომა. ეს დიდობაში გამოადგება.
- უნდა შეეძლოს ჰიგიენის დაცვა: კბილების გახეხვა, ყოველდღიურად შხაპის მიღება, თმის მოწესრიგება. ასწავლეთ დეზოდორანტისა და სხვა საშუალებების გამოყენება.
- საკუთარი სტილი უნდა ჰქონდეს შერჩეული. მაღაზიაში თავად ირჩევდეს სამოსს. პერიოდულად დადიოდეს სალონში.
- 12-14 წლის მოზარდს დამოუკიდებლად უნდა შეეძლოს საკუთარი სამოსის გარეცხვა.
- უნდა იცოდეს და აკეთებდეს მარტივ კერძებს. შეძლოს სუფრის გაშლა-ალაგება.
- ალაგებდეს საკუთარ ოთახს, აკეთებდეს მარტივ საოჯახო საქმეებს (ჭურჭლის გარეცხვა, მტვერსარუტით დალაგება).
- არ უნდა სჭირდებოდეს შეხსენება, რომ გაკვეთილები მოამზადოს.

- იცოდეს ფულის ყადრი და მისი სწორად ხარჯვა.
- ყოველდღიურად მოზარდს უამრავ ადამიანთან უწევს შეხვედრა. მას უნდა შეეძლოს ნებისმიერ ადამიანთან საუბარი.
- თავადაც უნდა დადიოდეს სტუმრად და მეგობრების მასპინძელიც უნდა იყოს. მათთვის საჩუქრების შერჩევა კი თავად უნდა შეეძლოს.

- საკუთარ მაგალითზე ასწავლეთ, რომ ნებისმიერი საქმის შესრულებისას მადლიერი უნდა იყოს. მაგალითად, დალაქს მადლობა გადაუხადეთ თმის მოწესრიგებისთვის. კაფეში მიმტანს "ჩაი" დაუტოვეთ. ამით თქვენი მოზარდი მიხვდება, რომ ყველანაირი შრომა დასაფასებელია.
- უნდა ვარჯიშობდეს, აკონტროლებდეს ჯანმრთელობას. უმნიშვნელო ცვლილების შესახებ აცნობოს მშობელს.
- უნდა შეეძლოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა. ქუჩაში ორიენტირება. იცოდეს მოძრაობის წესები.
- ადეკვატურად უნდა რეაგირებდეს მომხდარზე. საჭირო დრო შეეძლოს დახმარების ("სასწრაფო", პატრული, მაშველები) გამოძახება.
- პასუხი უნდა აგოს საკუთარ ქცევაზე, დანაშაულზე, საქციელზე.
ვიდეოში კი ნახავთ იდეებს, თუ როგორ უნდა ჩაიცვან ყოველდღიურად თინეიჯერმა გოგონებმა 