შინდის კრემ სუპი - ხასხასა და გემრიელი - Marao

შინდის კრემ სუპი - ხასხასა და გემრიელი

2019-09-09 11:36:49+04:00

არ გამოტოვოთ შინდის სეზონი. გთავაზობთ უგემრიელესი შინდის კრემ-სუპის რეცეპტს.

ინგრედიენტები

  • 1 კგ შინდი
  • 1,2-2 ლ წყალი
  • 1 ცალი ხახვი
  • 1/2 ჭიქა ნიგოზი
  • 1 ს/კ ფქვილი
  • ქინძი, კამა, პიტნა, მარილი, წიწაკა -  გემოვნებით

მომზადების წესი:

გარეცხეთ შინდი და გახეხეთ დრუშლაგზე. მიღებული მასა მოათავსეთ ქვაბში და დაახურეთ სახურავი. დრუშლაგზე დარჩენილ მასას გამოაცალეთ კურკები, შეურიეთ ნიგოზი, დაასხით წყალი და ხარშეთ 5 წთ.

შემდეგ კიდევ ერთხელ გაატარეთ საცერში და დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი.

ფქვილი გახსენით ცოტაოდენ ნელ-თბილ წყალში და ჩაასხით სუპში. ხარშეთ 15 წთ. შემდეგ დაუმატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, მარილი, შინდის მასა და კარგად აურიეთ.

ძალიან უხდება ცოტა წიწაკა.

გემრიელად მიირთვით!