ჩვენ ბავშვებს ვასწავლით, რომ ყოველთვის იზრუნონ და დაეხმარონ მოხუცებს. ზედმეტი არ იქნება, თუ შეგახსენებთ, რომ ყველა ასაკოვან ადამიანს არ უნდა ენდოთ. მათ შორის, მოხუცებსაც.
ლეონარდა ჩიანჩული
იტალიელი მოხუცი-მკვლელის კარიერა ერთი წელიწადი გაგრძელდა. ამ დროის მანძილზე, ჩიანჩულმა სამი ქალის მოკვლა მოასწრო. რის გამო?
ლეონარდა ცდილობდა საგვარეულო წყევლის გაბათილებას, რომლისაც მყარად სჯეროდა.
მას ბევრჯერ მოეშალა მუცელი და შვილები ძალიან პატარა ასაკში დაეხოცა სხვადასხვა დაავადების გამო. გადარჩენილი შვილების დასაცავად, მან ოკულტური მეცნიერების შესწავლა დაიწყო. ქალს სწამდა, რომ თუ შავ მაგიას მიმართავდა, ოჯახის დაცვას შეძლებდა.
1939 წელს მან გაიგო, რომ უფროსი ვაჟი, ჯუზეპე იტალიის არმიაში აპირებდა შესვლას, მეორე მსოფლიო ომისთვის მზადება იწყებოდა. ლეონარდამ გონებაში ჩაიდო, რომ შვილის სიკვდილს აიცილებდა, თუ რამდენიმე სულს მსხვერპლად შესწირავდა ავ სულებს...
მან სამი მეზობელი ქალი შეარჩია. პირველი ნაჯახით მოკლა, სხეული დაანაწევრა და საპონი დაამზადა. სისხლით კი ორცხობილა გამოაცხო. იგივე ბედი გაიზიარა დანარჩენმა ორმა მეზობელმაც.
ლეონარდა ამბობდა, რომ მესამე მსხვერპლი ყველაზე გემრიელი იყო და საპონიც უკეთესი ხარისხის გამოვიდა.
ნენი დოსი
ნენი დოსი კულინარიით იყო გატაცებული და დარიშხანით ერთობოდა. ზოგჯერ ეს ორი ინტერესი იკვეთებოდა და შედეგად ვიღაც კვდებოდა. ნენიმ ქმრის მოწამვლაც სცადა, როდესაც 16 წლის იყო. ის ძალიან ადრე გათხოვდა (მხოლოდ იმიტომ, რომ მამამისმა ასე მოისურვა) ბიჭზე, რომელსაც წესიერად არც კი იცნობდა. მას დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა დედამთილთანაც, რის გამოც მან სმა დაიწყო. პირველი მსხვერპლნი მისი საკუთარი ქალიშვილები გახდნენ - ისინი მოწამვლით დაიღუპნენ.
ვარაუდობენ, რომ მომდევნო 30 წლის მანძილზე, ნენი დოსმა თავისი ოთხი ქმარი დახოცა, ასევე, საკუთარი დედა და დედამთილი, ორი და, შვილიშვილი და ნათესავი.
ნენი 1954 წელს დაიჭირეს. მან დანაშაული აღიარა. არაფერს ნანობდა, უფრო მეტიც, ჟურნალისტებს ეხუმრებოდა. მკვლელობების მიზეზად კი "ქორწინების მობეზრება" დაასახელა.
ფაიე კოპლანი
ფაიე და რეი კოპლანები - მოხუცებული წყვილი, რომლებსაც აშშ-ში სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.
ისინი ქუჩაში ღატაკ ადამიანებს პოულობდნენ და მათ სამსახურს სთავაზობდნენ. როდესაც აფერა ჭრიდა, უსახლკაროები უკვალოდ ქრებოდნენ.
ცოლ-ქმარი 1989 წელს დააკავეს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, მაგრამ ფაიე შეიწყალეს. ის 82 წლის ასაკში, ინფარქტისგან გარდაიცვალა.
მოგეწონა სტატია? გაუზიარე მეგობრებს!