ჯენიფერ ენისტონმა ანჯელინა ჯოლის რეჟისორული დებიუტი მიულოცა და თაიგული გაუგზავნა
როგორც ცნობილია, მსახიობმა და ბრედ პიტის ამჟამინდელმა მეუღლემ ძალები რეჟისურაშიც მოსინჯა და იუგოსლავიის ტრაგედიის მოტივებზე გადაიღო ფილმი სახელწოდებით - "თაფლისა და სისხლის მხარეში". პიტის ყოფილმა მეუღლემ, ჯენიფერ ენისტონმა, სათანადოდ შეაფასა კონკურენტი ქალის ნაშრომი და მას წარმატება მიულოცა.
ამბობენ, რომ თავად ბრედ პიტმა გაუგზავნა ჯენიფერს ცოლის რეჟისორული ნამუშევრის ასლი, რის შემდეგაც ენისტონმა ჯოლის თაიგული გაუგზავნა. შესაძლოა, რომ ამ ჟესტით პიტის ექს-მეუღლე ენჯისთან დამეგობრებას ცდილობს.
ამასთან, სულ ცოტა ხნის წინ ჯენიფერმა განაცხადა, რომ მობეზრდა ეს გაუთავებელი მითქმა-მოთქმა ამ ვითომდა სასიყვარულო სამკუთხედზე. მით უმეტეს, რომ ის თავის ამჟამინდელ მეგობარ მამაკაცთან, ჯასტინ ტერთად თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს.
შეგახსენებთ, პიტი ენისტონისგან 2005 წელს წავიდა, მას შემდეგ, რაც "მისტერ და მისის სმიტების" გადაღებებზე ჯოლის შეხვდა.
მასალა მომზადებულია:: Contact Music-ის მიხედვით