პასტის იდეალური სოუსის მომზადება სახლის პირობებში - ხანგრძლივი პროცესია. ყველა ინგრედიენტმა გემო და არომატი უნდა გამოუშვას, სოუსმა კი საჭირო კონსისტენცია მიიღოს.
საჭირო რეკომენდაციებს marao.ge შემოგთავაზებთ. მოიწყვეთ სახლში ნამდვილი იტალიური ვახშამი.

ბოსტნეული
დაჭერით და ტაფაზე მოშუშეთ მცენარეულ ზეთში. კლასიკური ინგრედიენტებია:
ხახვი, ბულგარული წიწაკა, სტაფილო და ნიორი. ისინი იდეალურად უხდება ნებისმიერ პასტას. თუ ექსპერიმენტები გინდათ, შეგიძლიათ დაუმატოთ ბადრიჯანი, ყაბაყი, გოგრა ან სუნელები.
დაუმატეთ ხორცი
ტაფაზე შეწვით ფარში საქონლის ხორცის. სანამ მას სხვა ინგრედიენტებს შეურევთ, ხორცი ქაღალდის ხელსახოცზე გადაიტანეთ, რომ ზედმეტი ცხიმი მოაშოროთ.

სანელებლები
გამოიყენეთ ცოცხალი ქონდარი, ორეგანო, ბაზილიკი და წითელი წიწაკა.
სოუსში შეგიძლიათ დაუმატოთ ორი ჩ/კ ტომატის პასტაც.
ცოტა შაქარი
შაქარი პომიდვრის სიმჟავეს ანეიტრალებს და სოუსს პიკანტურ გემოს მატებს. ნახევარი ჩაის კოვზი შაქარი მზა სოუსში ჩაყარეთ.
ამოაშრეთ ზედმეტი წყალი
სოუსი არ უნდა გამოვიდეს ზედმეტად წყალწყალა. გააჩერეთ 20 წთ ცეცხლზე, რომ საჭირო კონსისტენცია მიიღოს.

რძის პროდუქტები
ასევე, ძალიან უხდება ნახევარი ჭიქა ნაღები. კერძის სუფრაზე მიტანის წინ ის შეურიეთ სოუსს.
ბოლო შტრიხი
სანამ სოუსს გაზქურიდან გადმოდგამთ, დაუმატეთ ცოტა ნაღების კარაქი.