შემოდგომა ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სეზონია. ათასფრად შეღებილი ბუნება პლანეტის ერთგვარი გარდასახვა ხდება, რაც ჩვენთვისაც ახალი თავგადასავლების, ისტორიებისა და გეგმების ერთგვარ დასაწყისად იქცევა.
ზოგიერთი ადამიანი სექტემბრის დადგომას ახალი სიცოცხლის დასაწყისს უწოდებს. ამ სეზონზე ადამიანების უმეტესობა ცხოვრების გადაგეგმვას იწყებს და სამომავლო გეგმების სიას ანახლებს.
სანამ თქვენც იმავეს იზამთ, გთავაზობთ 10 მიზეზს, თუ რატომ უნდა გიყვარდეთ შემოდგომა.
1. ფერები
წითელ-ყვითელი ფოთლები, რომლებითაც ქუჩები ნელ-ნელა ივსება. ეს საოცარია! მკვეთრად გამოხატული მზის სხივები და სასიამოვნო ფერები წლის ამ სეზონზე განსაუთრებით ლამაზია.
2. წვიმა
ზაფხულობით წვიმა არც ისე სასიამოვნო მოვლენაა, მაგრამ შემოდგომის წვიმა ყველაზე მეტი დადებითი ენერგიით აგავსებთ.
3. სურნელი
ალბათ, ხვდებით, რასაც ვგულისხმობ... ფოთლების, წვიმისა და ბუნების სურნელი შემოდგომით ყველაზე უკეთ იგრძნობა, რაც ქუჩაში სეირნობასა და ბუნების ამ საჩუქრით ტკბობას ყველაზე სასიამოვნოს ხდის.
4. ცხელი ჩაი და კაკაო
ცხელი სასმელები წლის ამ სეზონის ჰიტია. წარმოიდგინეთ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა მომენტი... აივანზე ცხელი შოკოლადით ხელში... თქვენ შეიყვარებთ მსოფლიოს.
5. ამინდი
შემოდგომა, როგორც წესი, არც ძალიან ცხელი და არც ძალიან ცივი ამინდებით გამოირჩევა. ეს არის საუკეთესო სეზონი იმისთვის, რომ თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოთ.
გაგრძელება