რასთან ერთად ჩავიცვათ ველვეტის შარვალი - მოდური რჩევები - Marao

რასთან ერთად ჩავიცვათ ველვეტის შარვალი - მოდური რჩევები

2018-09-22 13:15:02+04:00

ველვეტის შარვალი ახლა ისევ მოდაშია. იგი ყველანაირ სტილს უხდება, დაწყებული ბოჰო-შიკით და დამთავრებული დემოკრატიული casual-ით. გაიგეთ, რასთან ერთად უნდა ჩაიცვათ იგი.

კოვბოის გოგონა

კოვბოურ სტილს ველვეტი ცოტათი შეარბილებს. შემოდგომაზე ჩაიცვით ქვიშისფერი ველვეტის შარვალი, ბეწვიანი ქურთუკი. აქსესუარებიდან გამოიყენეთ საშუალო სიგრძის გულსაბნევი და მესენჯერ-ჩანთა.

ს

სალამი, 70-იანებიდან

70-იანები წარმოუდგენელია ველვეტის გარეშე. ღვინის ან ალუბლისფერის ფართე შარვალი შეუხამეთ მკვეთრი ფერის კუბოკრულ პერანგს. ფეხზე ჩაიცვით ბოტილიონები. შეგიძლიათ ბლეიზერიც ჩაიცვთ.

ზ

ა

ზარმაცი casual-ი

ველვეტი სპორტულ სტილსაც ეხამება. ვარდისფერი ველვეტის შარვალ შეგიძლიათ თეთრ კედებთან (ან თეთრ ბოტილიონებთან) ერთად ჩაიცვათ. სვიტერი კი, ღია ფერის, ფართე უნდა იყოს. აქსესუარებიდან გამოიყენეთ საყურე- რგოლები.