ალბათ, თითოეულმა ჩვენგანმა იცის ის, რომ სხვადასხვა ტიპის ფეხსაცმელს განსხვავებული მოვლა-პატრონობა სჭირდება.
იხილეთ სხვადასხვა ხერხი, რომლის მეშვეობითაც სწორად გაწმენდთ ფეხსაცმელს.
ნატურალური ტყავი
გარეცხეთ ფეხსაცმელი სუფთა წყლით, შემდეგ კი გაწმინდეთ ძმრის ნაზავით ( 1 ჭიქა თეთრი სუფრის ძმარი ერთ ჭიქა წყალში). თუ ამგვარად გავწმენდთ, ზედაპირიდანაც კი ამოვიყვანთ ლაქებს. როცა ფეხსაცმელი გაშრება, გააპრიალეთ რბილი ნაჭრით. თუ ტყავზე ნაკაწრები გაჩნდა, ის შემდეგნაირად შგიძლიათ მოაცილოთ: 2 ს.კ. სოდა გახსენით 100 მლ თბილ წყალში. წაუსვით ფეხსაცმელს და ცოტა ხანს გააჩერეთ. შემდეგ მშრალი ნაჭრით გაამშრალეთ, რომ სწრაფად გაშრეს. ბოლო ეტაპზე კი შეგიძლიათ ფეხსაცმლის კრემით გააპრიალოთ.

ლაკიანი ტყავი
გაწმინდეთ მშრალი ნაჭრით. იმისთვის, რომ ნაკაწრები მოაშოროთ, წაუსვით ვაზელინი და შემდეგ სუფთა ნაჭრით გააპრიალეთ. ასევე შეგიძლიათ შუშის გამწმენდი აეროზოლი მიასხათ ფეხსაცმელს და ახალივით იბზინებს.

ზამში
ზამშის გასაწმენდად შეიძინეთ სპეციალურად უხეში საწმენდი. ერთი მიმართულებით წმინდეთ, რათა ჭუჭყი და მტვერი მოსცილდეს. ბოლოს კი ოდნავ დააჭირეთ საწმენდს ხელი და სხვადასხვაგვარი მიმართულებით გაწმინდეთ. თუ ამან არ უშველა, შეგიძლიათ გამოიყენოთ სუფრის ძმარი ან სამედიცინო სპირტი.

ტილოს ნაჭრის ფეხსაცმელი
მოაცილეთ ჭუჭყი და მტვერი კბილის ჯაგრისით, შემდეგ კი ზემოდან წაუსვით სოდიანი პასტა - გაზავებული წყალში 1:1-ზე. ბოლოს კი გააშრეთ ფენით, რადგან ოთახის ტემპერატურაზე გამშრალი ფორმას კარგავს.

თეთრი კედები
თეთრი კედები ძნელი გასაწმენდია. ამიტომ თავიდან ლაქა ძმრით ან კიდევ ლაქის მოსაშორებელი სითხით დაამუშავეთ. თუ ამ ქმედებამ არ უშველა, ამ შემთხვევაში მათეთრებელი ქლორი გამოიყენეთ, რომელიც აუცილებელია, რომ გააზავოთ წყალში 1:5-ზე. ბოლოს შეგიძლიათ, რომ ფეხსაცმელი სუფთა წყლით გარეცხოთ.

ე.წ შლოპანცები
მისი გაწმენდა საკმაოდ მარტივია. უსიამოვნო სუნს თბილი წყლით მოაშორებთ. შემდეგ მასზე გადაანაწილეთ სოდა და 5-10 წუთის მანძილზე გააჩერეთ. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ, რომ სარეცხის ფხვნილი და ძმარიც გამოიყენოთ.
